კარი V — მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლებითავი XIIმუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2. ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობას (განაკვეთს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №5381 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №508 - ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2017 ორგანული კანონი №508
- 08.06.2016 ორგანული კანონი №5381
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი1. ადგილობრივი გადასახადის ოდენობას (განაკვეთს) კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობას (განაკვეთს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.