კარი V — მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლებითავი XIIმუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.
5. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
9. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.12.2022 ორგანული კანონი №2436
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. 5. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელთან/მერთან შეთანხმებით. 7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის/მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამგებლისთვის/მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენის უფლი წება აქვსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგამგებენილს/მი წერსით ვადამდე შეუწყვეიტოს უფლებამოსილებას. 9. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.