კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,553.9 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
ორგ. კოდი
|
დასახელება
|
2026 წლის გეგმა
|
|
05 00
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
7553.9
|
|
05 01
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
4111.3
|
|
05 01 01
|
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
|
118.0
|
|
05 01 02
|
სპორტული სკოლების ხელშეწყობა
|
3643.6
|
|
05 01 03
|
სპორტული ობიექტების აღჭურვა, მშენებლობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია
|
229.7
|
|
05 01 04
|
წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ხარჯები
|
120.0
|
|
05 02
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
|
3292.7
|
|
05 02 01
|
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
|
226.0
|
|
05 02 02
|
ტელევიზიის დაფინანსება
|
50.0
|
|
05 02 03
|
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
|
493.1
|
|
05 02 04
|
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
|
398.3
|
|
05 02 05
|
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა
|
1166.8
|
|
05 02 06
|
მუზეუმების ხელშეწყობა
|
352.0
|
|
05 02 07
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების ხელშეწყობა
|
342.2
|
|
05 02 08
|
მეგობრობის ცენტრის ხელშეწყობა
|
264.3
|
|
05 03
|
ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება
|
149.9
|
|
05 03 01
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
149.9
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01
|
118.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. სწორედ ამისთვის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური ახორციელებს შემდეგ სპორტულ ღონისძიებებს: „აპარნობა“; „თელეთობა“; "კრწანისობა"; „ლევან დევდარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში და ფეხბურთში“; „ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში“; "ღვთაებობა"; „სპორტის კვირეული“; "სასკოლო ლიგა"; "ფეინთბოლი" და სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. "შემოიარე საქართველო"
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 3, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია: -ქვეყნის შიდა ტურიზმის გაზრდა;
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე ღონისძიენბებში ჩართულ მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობა.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული სკოლების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 02
|
3,643.6
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ააიპ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიზანია ახალგაზრდა თაობის სპორტული აღზრდა, ცენტრში რეგისტრირებულ სპორტსმენთა ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ფულადი სუბსიდიები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამებისთვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს 12 სპორტული დარბაზი, 10 სპორტული მოედანი (ოთხი ბუნებრივი საფარის მოედანი და ექვსი ხელოვნური საფარის მინი მოედანი) და რამოდენიმე საჯარო სკოლის დარბაზი. აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებულია 92 მწვრთნელი. ცენტრში ფუნქციონირებს სპორტის 12 სახეობა, ეს სახეობებია: ძიუდო– 7 ჯგუფი; ბერძნულ–რომაული– 4 ჯგუფი; კრივი– 5 ჯგუფი; თავისუფალი– 6 ჯგუფი; კალათბურთი– 2 ჯგუფი; ჯიუ–ჯიცუ– 1 ჯგუფი; ფარიკაობა– 1 ჯგუფი; რაგბი– 2 ჯგუფი; მკლავჭიდი– 1 ჯგუფი; კიკბოქსინგი– 2 ჯგუფი; კიო–კუშინ–კარატე– 1 ჯგუფი; ფეხბურთი– 12 ჯგუფი. სულ 44 ჯგუფი და 1047 სპორტსმენი. მუნიციპალიტეტი სპორტული ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, ასევე ახორციელებს სპორტსმენების დაჯილდოვებას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცენტრში სპორტულ წრეებზე მოსიარულეთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით. ქვეპროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიაობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვაბებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგია, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება–პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის. ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში; სპორტული წრეებისა და ჯგუფების რაოდენობის გაზრდას; მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით. შედეგი: ხელშეწყობილია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობის თანაბრად ხელმისაწვდომობა, ასევე შექმნილია თანაბარი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სპორტული წრეებით სარგებლობისთვის.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული ობიექტების აღჭურვა, მშენებლობა-რეაბილიტაცია,ექსპლოატაცია
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 03
|
229.7
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. სწორედ ამისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ხდება ახალი სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაცია.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 9, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ხარჯები
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 04
|
120.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
სპორტის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებლებისა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის თბილისელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება;
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურული ღონოისძიებების დაფინანსება
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01
|
226.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სახალხო დღესასწაულების ჩატარებას, როგორიცაა : აზერბაიჯანული სახალხო დღესასწაული ,,ბაირამობა“; ასირიული სახალხო დღსასწაული ,,ხაბ-ნისანი''; რელიგიური ,,აღდგომის'' დღესასწაული; საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი; სახალხო დღესასწაული ,,გარდაბნობა''; საახალწლო ღონისძიება; "სპექტაკლის და ფილმების ჩვენება" , "ქლთა დღეები", "საინფორმაციო ტრენინგები ქალთა გაძლიერების მიზნით";
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური (განათლებისა და კულტურის განყოფილება) ვალდებულებას იღებს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება დატვირთული იყოს შინაარსობრივად მრავალფეროვანი, სანახაობრივად საინტერესო და კულტურული ღირებულებების მქონე მთელი რიგი ღონისძიებებით, რისთვისაც წლის დასაწყისში კეთდება გეგმა-გრაფიკი და ამ თანამიმდევრობით ხდება მათი განხორციელება.
ღონისძიებები ერთმანეთისაგან შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებულია.
განათლებისა და კულტურის განყოფილება ცდილობს დანერგოს ინოვაციები, რათა ეს ღონისძიებები პასუხობდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ღონისძიებებში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი კოლექტივები, ასევე მოწვეული ანსამბლები, ქართული საესტრადო მომღერლები და ფოლკლორული ჯგუფები, ღონისძიებათა ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა და ხდება მისი გეგმიური გადანაწილება წლის ბოლომდე.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 5, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
კულტურულ შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა;
მუსიკის, ხელოვნების შესწავლით დინტერესებულ პირთა მოძიება და შეკრება. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების წარმოჩინება და ხელოვნების სფეროს პროპაგანდა.
სამხატვრო სკოლის პროფილების განვითარება, სასწავლო დონის ამაღლება, ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ტელევიზიის დაფინანსება
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 02
|
50.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
წარმომადგენელთა კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს მერის/მერიის სტრუქტურული ერთეულების საზოგადოებასთან და მედიასთან სტრატეგიულ და ეფექტურ კომუნიკაციას. ახორციელებს, როგორც მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ასევე მუნიციპალიტეტის შესახებ ყოველკვირეულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ინფორმაციის მიღებას, მიმდინარე სიახლეების, სამომავლო პროექტების დამუშავებასა და საზოგადოებისათვის გაცნობა;
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 16
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
საზოგადოებასთან და მედიასთან სტრატეგიულ და ეფექტურ კომუნიკაციის საშუალებით სამიზნე აუდიტორიის რაოდენობის გაზრდა და პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 03
|
493.1
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ააიპ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანება"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარდთათვის 6 წლის ასაკიდან. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 4, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამუსიკო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის. სამუსიკო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე. მუსიკალური განათლება მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სამუსიკო სკოლაში კარგი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას. ეროვნული სასწავლო გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი განათლების რეფორმის მიზნების მისაღწევად. დოკუმენტი განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს სასკოლო საზოგადოებისადმი სამი მიმართულებით.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 04
|
398.3
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ააიპ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება''
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბიბლიოთეკების დეპარტამენტთან არსებული გარდაბნის, ნორიოს, მარტყოფის, საცხენისის და გამარჯვების ბიბლიოთეკები.
ბიბლიოთეკების დეპარტამენტის ყოველდღიურად ემსახურება სხვადასხვა ასაკის მკითხველს და ეხმარება ენციკლოპედიების, ლექსიკონების და სხვადასხვა ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიებაში. ბიბლიოთეკების საერთო წიგნადი ფონდი 66 000 წიგნს შეადგენს, რომელიც ყოველწლიურად ახლდება ახალი ლიტერატურით. ბიბლიოთეკის დეპარტამენტის მუშაობს საკატალოგო ბარათების აღწერა-განახლებაზე; პარალელურად იწარმოება ხმარებისათვის გამოუადეგარი, გაცვეთილ და მოძველებული წიგნების ჩამოწერა. წიგნადი ფონდი სუფთავდება პოლიტიკურად და დარგობრივად მოძველებული წიგნებისაგან. ეწყობა სანიტარულ-ჰიგიენური დღეები. ბიბლიოთეკის დეპარტამენტის აწარმოებს წიგნების უარების ჟურნალს, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ფონდში არ არსებული და მოთხოვნადი წიგნების შეძენა. იწარმოება დაგვიანებულ მკითხველთა სიები.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 4, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ბიბლიოთეკების დეპარტამენტის მიზანია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და მდიდარი წიგნადი ფონდით უზრუნველყოფა. ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დევიზით „მეგობრები ყვალგან გვყავს“. მკითხველთათვის წიგნების შერჩევა, ფართო სპექტრის მკითხველის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და წიგნის ხელმისაწვდომობა.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბიბლიოთეკები გამართული და შეუფერხებელი მუშაობა წლის განმავლობაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მკითხველთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 05
|
1,166.8
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნორიოს (5 საშტ.ერთ.), მარტყოფის (8 საშტ.ერთ), ახალსოფლის,(4 საშტ.ერთ) სართიჭალის(8 საშტ.ერთ), გამარჯვების (5 საშტ.ერთ), ახალი სამგორისა (3 საშტ.ერთ) და ნაგების (2 საშტ.ერთ) ფილიალები და სათაო ცენტრი (42 შტატი) და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანია“ (16 საშტ.ერთ)
ცენტრი ხელმძღვანელობს შემოქმედებითი საღამოების, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასათის ღონოსძიებების, ხსოვნის საღამოების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისადმი მიძღვნილი საღამოების, ქვეყნისათვის მნიშვნელვანი და გამორჩეული თარიღების აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვასა და გამართვას. ასევე თეატრალური, საკონცერტო, სანახაობრივი, გასართობი, საინფორმაციო, საგამოფენო, ლიტერატურული, საწესჩვეულებო და ა.შ ღონისძიებების პროგრამების მომზადებასა და წარმოდგენას. გამოავლენს ხალხურ მთქმელს, ნიჭიერ იინდივიდუალურ შემსრულებლებსა და კოლექტივებს.
ხელმძღვანელობს ხალხური რეწვის (ხელოსნობა, ქარგვა, კერვა, თექა, გობელინი, და ა .შ) მივიწყებული დარგების აღორძინებას და პოპულარიზაციას.
ააიპ გარდაბნის მუნციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ფუნქციონირებს უფასო სახელოვნებო წრეები , რომელშიც 300 მოზარდია გაწევრიანებული ესენია: საეკლესიო გალობის შემსწავლელი ორი წრე - (ქ.გარდაბანი და გამარჯვება),ხალხური რეწვის შემსწავლელი (ქ. გარდაბანი), ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი (სოფ. ლემშვენიერა), ქართული ხალხური ცეკვის შემსწავლელი (ახალსოფელი),ვოკალის შემსწავლელი (სოფ. მარტყოფი), ფორტეპიანოს შემსწავლელი (სოფ. გამარჯვება), დასარტყამი ინსტრუმენტების შემსწავლელი (ქ.გარდაბანი),ხატვის შემსწავლელი ორი წრე (ქ,გარდაბანი და სართიჭალა,)ასურული ცეკვის შემსწავლელი , ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავთა შემსწავლელი წრე ( ახალსოფელი) - ტექსტილისა და ხატვის შემსწავლელი (ნორიო) , ოთხი თეატრალური წრე (ნორიო, გარდაბანი,კუმისი და სართიჭალა) და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზეგარდი“და „სვანთა“ .(ქ.გარდაბანი)
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი საღამოების, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასათის ღონოსძიებების, ხსოვნის საღამოების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისადმი მიძღვნილი საღამოების, ქვეყნისათვის მნიშვნელვანი და გამორჩეული თარიღების აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვა და გამართვა. ასევე თეატრალური, საკონცერტო, სანახაობრივი, გასართობი, საინფორმაციო, საგამოფენო, ლიტერატურული, საწესჩვეულებო და ა.შ ღონისძიებების პროგრამების მომზადება და წარმოდგენა. ხალხურ მთქმელების, ნიჭიერი ინდივიდუალურ შემსრულებლებსა და კოლექტივების გამოვლენა. ხალხური რეწვის მოვიწყებული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია.
ღონისძიებების გამართვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე , მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დეპარტამენტის ფილიალებისა და მასთან არსებული წრეების გამართული და შეუფერხებელი მუშაობა წლის განმავლობაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში, როგორც მუნიციპალიტეტში ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მუზეუმების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 06
|
352.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
კლასიკური განმარტებით მუზეუმი არის დაწესებულება, რომელიც აგროვებს, დოკუმენტებით ამყარებს, იცავს, გამოფენს და ინტერპრეტაციას უკეთებს მატერიალური კულტურის ნიმუშებს და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციას საზოგადოების მიერ სარგებლობისათვის. დღევანდელი გადასახედიდან მუზეუმები შესაძლებლობას აძლევენ ადამიანებს, შეისწავლონ კოლექციები სტიმულირებაზე დამყარებული სწავლისა და სიამოვნების მიღების მიზნით. მუზეუმი ხდება ადგილი სადაც უფრო ფართო კულტურული ცხოვრება იმკვიდრებს ადგილს. დემოკრატიზაცია და მისაწვდომობა რელობა ხდება და ცივილიზაცია ფართოდ არის წარმოდგენილი. მუზეუმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კულტურის განვითარებასა და მისი აკადემიური გემოვნების ჩამოყალიბებაში, ისინი წარმოადგენენ მატერიალური, სულიერი, აგრეთვე საბუნებისმეტყველო ისტორიის მასალათა ძირითად საცავებს და ვალდებულნი არიან უზრუნველყონმათი აღრიცხვა, ექსპონირება და დაცვა.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია-რესტავრაცია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის მიზანია ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების, ეთნიკური უმცირესობის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა. შედეგი: უზრინველყოფილია გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამართული ფუნქციონირება
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 07
|
342.2
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ააიპ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის''ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულების საქმიანობის მთავარი ფორმა წრეობრივი მუშაობაა. წრეები ძირითადად მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების ბაზაზე ფუნქციონირებს და რაც უფრო მეტ სკოლაში იქნება აღნიშნული წრეები , მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მოსწავლეთა დაახლოებისა, ინტეგრირებული მეცადინეობების დაგეგმვისა და ჩატარებისა, ახალი იდეების გაჩენისა და განხორციელების შესაძლებლობისა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს 14 წრე, სადაც გაწევრიანებულია 368 მოსწავლე. წრეები გახსნილი გვაქვს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ორი კულტურის სახლის ბაზებზე; აქედან:
სახელოვნებო წრე - 3, ხელმარჯვეთა - სართიჭალის N2 საჯ. სკოლაში; გიტარის შემსწავლელი - სართიჭალის N2 საჯ. სკოლაში; ვოკალის შემსწავლელი - ჯანდარის საჯ.სკოლაში. ხალხური საკრავებისა და სიმღერებისა და სახვითი ხელოვნების შემსწავლელი - ნორიოს კულტურის სახლში. სპორტული წრე - ჭადრაკის შემსწავლელი - ახალი სამგორის საჯ. სკოლაში, ნორჩ ნატურალისტთა -მუღანლოს საჯ.სკოლა. ეკო-კლუბი - მარტყოფის N2 საჯ.სკოლაში. საგანმანათლებლო-საგნობრივი წრე -7. აქედან: ქართული ენის შემსწავლელი 2 წრე - მუღანლოს და ქესალოს საჯ. სკოლებში; ასევე: მათემატიკის შემსწავლელი და შემოქმედ ბავშვთა და ხელოვნების შემსწავლელი წრეები- გარდაბნის N1 საჯ.სკოლაში; ისტორიის შემსწავლელი წრე - თელეთის საჯ. სკოლაში.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 4, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულების საქმიანობის მიზანია:
თავისი მუშაობის პრინციპითა და სპეციფიკით ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის არაფორმალურ განათლებას, რომელიც ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილია. დეპარტამენტში არსებულ წრეებსა და ეკო კლუბში სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების განვითარება-ჩამოყალიბებას არაფორმალურ გარემოში, სადაც მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, რაც ქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ ზრდასრულობაში, არაფორმალური განათლებით მიღებული ცოდნა, გამოადგებათ სხვადასხვა და ყველანაირ სიტუაციაში.
რადგანაც არაფორმალური განათლება, წრეებისა და კლუბების არსებობა, აუცილებელი კომპონენტია სკოლის განვითარებისათვის, მოსწავლეთა მოტივაციისათვის და უკეთესი შედეგებისათვის გთხოვთ, მოგვცეთ უფლება ეტაპობრივად ავითვისოთ მუნიციპალიტეტის ყველა ის სკოლა, სადაც არ ფუნქციონირებს წრეები. ეს სკოლებია: კუმისის, კრწანისის, ლემშვანიერის, ყარაჯალარის, ვაზიანის №1, №2, აქთაკლიის, ვახტანგისის, საცხენისის, ახალსოფლის, კარათაკლიის, სართიჭალის №1, №3, მარტყოფის №2, გარდაბნის №3, №4.
აღნიშნულ სკოლებში შესაძლებელია ისეთი ახალი და ინოვაციური წრეებისა და კლუბების გახსნა, როგორებიცაა: ეთნოგრაფია და ფოლკლორის, ქორეოგრაფიული, სამოქალაქო კლუბი, ფიზიკისა და ასტრონომიის, ლიტერატურული კლუბი, ჟურნალისტთა, ქიმიის შემსწავლელი , უცხო ენის შემსწავლელი, ქართული ენის შემსწავლელი, ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი. ქართული ენის შემსწავლელი წრისა და ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი წრის გახსნა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის ბაზაზე.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მეგობრობის ცენტრის ხელშეწყობა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 08
|
264.3
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის მქონე მოქალაქეთა დაახლოება-დამეგობრებას. მეგობრობის ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის, სოციალური ფენის თითოეული წარმომადგენლის მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და მათ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებში.
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მეგობრობის ცენტრის მოღვაწეობის ძირითადი შედეგი ემსახურება რეგიონალური განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმის ძირითად მიზანს - საქართველოს რესპუბლიკის ერთიან, ძლიერ, მაღალი თვითშეგნების მქონე სამოქალაქო სექტორით დაკომპლექტებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და განვითარებას.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 03 01
|
149.9
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, იგი ორიენტირებულია: მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ინკლუზიაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
პროგრამა ასევე მოიცავს ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. პროგრამის განხორციელებით ახალგაზრდებს საკუთარი უნარების რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით გასამართ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებზე პირის/პირთა ჯგუფის ტრანსპორტირებას, სპორტულ ოლიმპიადებისთვის მონაწილეთა ფორმების შეძენას და მათ დაჯილდოებას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობას, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიული სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით, უზრუნველყოფს მის დანერგვასა და პოპულარაზაციას. სამსახური ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ახორციელებს მათ დაჯილდოვებას, უზრუნველყოფს მათ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. აუცილებელია ახალგაზრდობის განვითარების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა ,სადაც გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სპეციფიკური საჭიროებები, ინტერესები და შესაბამისი მიდგომები რომლებიც ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. სამსახურის მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ ერთიან სივრცეში ერთობლივი აქტივობებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ახალგაზრდული პროექტები : „საგანძურის ძიება“; ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი ; „ახალგაზრდული ფესტივალი“;
|
|
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
|
SDG 4, SDG 11
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;
ახალგაზრდებისთვის სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებით, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;
ახალგაზრდებისთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის.
|
|