განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 15,329.5 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათასი ლარი

ორგ. კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

04 00

განათლება

15329.5

04 01

სკოლამდელი განათლება

15284.5

04 01 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

15284.5

04 02

დაწყებითი ზოგადი განათლება

45.0

04 02 03

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ხელშეწყობა

45.0

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 01 01

15,284.5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება

ქვეპროგრამის აღწერა

საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის" მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძრითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონიებს 34 სკოლამდელი აღზრდის არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესს გადის 3034 -ი ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღმზრდელო პროცესის წარმართვას. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 722  პერსონალი. აქედან  სააღმზრდელო ადმინისტრაციაში -29. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება გათვალისწინებულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე გათვლილი ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით იქმნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ამასთან, ხელს უწყობს 2-დან 6 წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისათვის.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 4

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშვო ბაღის მომსახურებით, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესით. სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა საშუალო განათლების მიღებისათვის. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები. შედეგი: მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობა 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და ხელშეწყობილის სკოლის ასაკს.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 02 02

45.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

მოტივაციის ამაღლების მიზნით ამოქმედდა წარჩინებულ მოსწავლეთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა,  რომლის მიზანი აკადემიური მოსწრების სტიმულირება და წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენაა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 4

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება, წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებ