დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,926.8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათასი ლარი

ორგ. კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2926.8

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2575.0

03 01 01

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2525.0

03 01 02

მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა

50.0

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

351.8

03 02 02

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა

351.8

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 01 01

2,525.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ააიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქი

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქი" ახორციელებს ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 7 ერთეული ნაგავშემკრები მანქანა. ნარჩენების გატანა (კონტეინერების დაცლა) ხორციელდება ქალაქ გარდაბნიდან და მუნიციპალიტეტში შემავალი 19 ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულიდან. შეგროვებული ნარჩენების გატანა ხდება ლილოს ნაგავსაყრელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში განთავსებულია 1627 ცალი სტანდარტული ლითონის და პლასტმასის 1100 ლ ტევადობის ურნა, მათ შორის 263 ცალი განთავსებულია ქ. გარდაბანში და 1364 ცალი მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის დაახლოებით 40-50 ტონა ნარჩენი, ზაფხულის სეზონზე საგრძნობლად იზრდება გატანილი ნარჩენის მოცულობა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 1891200 მ2 ქუჩების, 1769100 მ2 ტროტუარების და 122100 მ2 სკვერების და მისი მიმდინარე ტერიტორიების დასუფთავება. პროგრამიდან ფინანსდება ქალაქის სასაფლაოს მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული შენობისათვის შესაბამისი მომსახურეობის გაწევა და სხვა სამუშაოების შესრულება. პროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ "გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქი"-ს ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალის ( მეეზოვეები, მძღოლები, ზედამხედველები, დამლაგებლები და სხვა) ხელფასებს.პროგრამის ფარგლებში ქ.გარდაბნის, მიმდებარე სოფლებში (თელეთი, სართიჭალა, მარტყოფი, ლემშვენიერა, ვაზიანი, ქესალო, ნაზარლო და ა.შ.) ხორციელდება ქუჩებისა და ტროტუარების დასუფთავება, მერიის საკუთრებაში ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება.   პროგრამის ფარგლებში სუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი გზები. სოყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ხდება თითქმის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიიდან. მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 11

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი სუფთა გარემოს არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეული იქნება სისუფთავის და სანიტარული  მდგომარეობის მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების გატანა: მუნიციპალიტეტში გამართულად ფუნქციონირებს ნარჩენების მართვის სისტემა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 01 02

50.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მაწანწალა ცხოველების აცრა, გაუვნებელყოფა. საჭიროების შემთხვევაში მათი სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 11

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფის შედეგად მიღებული უსაფრთხო გარემო; შედეგი: შექმნილია პირობები მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისთვის და მოსახლეობისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

03 02 02

351.8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ააიპ გარდაბანსერვისი

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება   ახალი ხეების, ყვავილების და სხვადასხვა ნარგავების დარგვა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა პატრონობა.  ხეების გადაბელვა და შეთეთრება, რათა შენარჩუნებული იქნეს და გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი.  ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამ ქიმიკატების შეტანა  და ნიადაგის გაფხვიერება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 11

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამ ქიმიკატების შეტანა  და ნიადაგის გაფხვიერება.  განხორციელდება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში და პარკებში მოსახლეობისთვის სასიამოვნო, ჯანსაღი გარემოს შექმნ