ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5,454.0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათასი ლარი

ორგ. კოდი

დასახელება

2026 წლის პროექტი

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

5454.0

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

329.0

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

329.0

06 02

სოციალური პროგრამები

5125.0

06 02 01

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

1100.0

06 02 02

ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

56.0

06 02 03

სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა

120.0

06 02 04

თერაპიული ცენტრის ხელშეწყობა

469.0

06 02 05

ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

370.0

06 02 06

მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა

8.0

06 02 07

დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა

170.0

06 02 09

დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა

10.0

06 02 10

უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა

90.0

06 02 11

ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა

30.0

06 02 12

უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა

12.0

06 02 13

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამები

87.0

06 02 14

ბავშვთა პროგრამები

200.0

06 02 15

სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა

113.0

06 02 16

სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა

420.0

06 02 17

ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა

380.0

06 02 18

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა

80.0

06 02 19

უფროსი ასაკის პირთა სოციალური დაცვის პროგრამები

90.0

06 02 20

სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

45.0

06 02 21

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა

60.0

06 02 22

სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების პროგრამა

20.0

06 02 23

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა

35.0

06 02 24

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების  პროგრამა

1075.0

06 02 26

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

85.0

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

საზოგადოებრივი ჯანმრთლობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 01 01

329.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ააიპ  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა

თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა)გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ  პირთა მიერ ,,საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების  პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ვ)პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. კ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების განხორციელების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გარდაბნის ჯანდაცვის ცენტრი ძირითადად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: 1.  ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლი) 2.  იმუნიზაცია. 3.  ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა. 4  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.  5. ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან. 6. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფების გამოვლენა და აღრიცხვა. რანდომიზებული კვლევის (თამბაქოს კონტროლი)განხორციელება მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კონტექსტის შესასწავლად.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 3

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა,გადამდები დაავადებების შემცირება, ეპიდსიტუაციის გაჯანსაღება, რაც საფუძველს უქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის შენარჩუნება-განმტკიცებას.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 01

1,100.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში  იმ რეგისტრირებული მოსახლეობის, ასევე  „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების   საოპერაციო, სამკურნალო  და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას, რომლებიც არ იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გასაჭირს.                                                                                                                                                                     ქვეპროგრამა ითვალისწინებს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ გადაწყვეტილებით წელიწადში ერთხელ  (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, მშობიარობისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა:   2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ფარგლებში; მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში:  400 (ოთხასი)ლარის, შშმ პირის შემთხვევაში  800 (რვაასი) ლარის ფარგლებში; რეაბილიტაციის შემთხვევაში არაუმეტეს 700 (შვიდასი)  ლარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა; თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 850 (რვას ორმოცდაათი) ლარისა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3,ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია სამედიცინო  მომსახურების მიღების  ხელშეწყობით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.  შედეგი-მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 02

56.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დაფინანსება, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს ეხმარება, ვისაც ესაჭიროება სოციალური რეაბილიტაცია.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

წვლილის შეტანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრებისა და სიცოცხლის გაუმჯობესებაში. სამედიცინო კაბინეტი რომელიც აკმაყოფილებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და ფუნქციონირებს პერსონალის, მოსახლეობისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 03

120.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს  სასაჩუქრე ნობათების შეძენასა და პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის  სადღესასწაულო დღეებში გადაცემას, კერძოდ:
1. 3 მარტს (დედის დღე) - მრავალშვილიან  (4 და მეტი ბავშვი) ოჯახებს(120 000 ქულისჩათვლით); 2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - სოციალურად დაუცველ (65 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა პენსიონერებს და მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს; 3. 9 მაისს - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს; 4. 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს; 5. 1 ივნისს  (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე): ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლით მოსარგებლე, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითებული); ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს; გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის
ბავშვები; დ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის  ბენეფიციარებს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს. 6. სასწავლო წლის დაწყება სკოლებში:
ა) სოციალურად დაუცველი (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით)  შვილები;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეები;
გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;
დ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;
ე) დედ-მამით ობოლი ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით).
7. ახალ წელს: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს (5000 ქულის ჩათვლით); ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითეული); გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს; დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის
ბავშვებს; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის  ბენეფიციარებს; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის სადღესასწაულო საჩუქრების გადაცემა . პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების მორალური მხარდაჭერა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

თერაპიული ცენტრის ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 04

469.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“

ქვეპროგრამის აღწერა

„თერაპიული ცენტრი“ მოქმედებს დღის ცენტრის სტანდარტებით. ცენტრის თითოეულ ბენეფიციარის სპეციალური ინსტრუმენტით შეფასების შემდეგ დგება ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა, რომელიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებს და ინტერესს. ბენეფიციარები ჩართული არიან სხვადასხვა სახის თერაპიულ, შრომით და სოციალურ აქტივობებში, მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიულ. მონაწილეობენ სხვა და სხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. დღის ცენტრი ემსახურება ბენეფიციარებს ორჯერადი კვებით. ორგანიზებას უწევს ბენეფიციართა დღის ცენტრში მიყვანას და შინ დაბრუნებას.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3, SDG 10

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ცენტრის მიზანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ღირსეული , ხალისიანი და მრავალფეროვანი ცხოვრების ხარისხის დონის გაზრდა, ფუნქციური უნარების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიაების ცენტრში მოზიდვა , საზოგადოებაში ინტეგრირება, სტიგმისგან და გარიყვისგან დაცვა, გარემოსთან ადაპტაციაში ხელშეწყობა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 05

370.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირებისათვის, რომლებმაც ზრუნვის ორგანო დატოვეს არაუმეტეს 6 თვისა ვადისა, ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებულთათვის,   ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართათვის , რომლებიც არ იმყოფებიან სოციალურად  დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ  განიცდიან ეკონომიურ გასაჭირს        „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ გადაწყვეტილებით წელიწადში ერთხელ  (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) მატერიალურ დახმარების გაცემას    300 (სამასი) ლარის ფარგლებში. ასევე წელიწადში ერთხელ სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ და ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებულ  პირებზე  1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია დახმარების საჭიროების მქონე ოჯახების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების, ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებული პირების და სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა. შედეგი- მოსარგებლეთა მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილება.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 06

8.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას: გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო მომსახურება და იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება (100 000 ქულის ჩათვლით) - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება 1200 (ათას ორასი)  ლარის ფარგლებში.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფა.  შედეგი- გარდაცვლილი ვეტერანების, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ოჯახის წევრების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო დახმარება. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 07

170.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს  გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზზე დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დიალიზის მომსახურების მიღების ხელშეწყობა.      შედეგი- დიალიზის სახელმწიფო პროგრამის სერვისის ხელმისაწვდომობა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 09

10.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში
რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“  ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას, კერძოდ, დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს).

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა.  შედეგი- დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 10

90.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ყოველთვიურ დახმარებას 300 (სამასი) ) ლარის ფარგლებში:
ა) სოციალურად დაუცველი (75000 ქულა)უსახლკარო ოჯახები;
ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახები;
გ)„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია უსახლკაროდ დარჩენილი, დაზარალებული ოჯახების და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირის დაფარვის მატერიალური დახმარება.    შედეგი- უსახლკაროდ დარჩენილი, ხანძრის/სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების ბინის ქირით უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 11

30.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა  ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების  დახმარების გაცემას:
ა) დიდი  სამამულო ომის მონაწილეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებზე (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით - 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღის აღსანიშნავად;
გ) სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება.    შედეგი-ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 12

12.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში
რეგისტრირებული მოსახლეობის ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების  მატერიალურ დახმარებას: ა) 1 ოქტომბერს - უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით  1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ბ) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1500 (ათას ხუთასი)  ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური მხარდაჭერა.     შედეგი- ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამები

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 13

87.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

1. დანართი 10 -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (ბიუჯეტი-87000 ლარი)  პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარების სოციალურ დახმარებას. შშს მქონე ბავშვების (18წლამდე)  მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით: ა) შშსმ  ბავშვები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა)  - 21 მარტი;  ბ) შშსმ ბავშვები (აუტიზმი) - 2 აპრილი; გ) შშსმ ბავშვები (ლეიკემია, ეტლით მოსარგებლე, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული) და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (18წლამდე )  - 1 ივნისი.  დ) შეზღული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (დიაბეტი) – 14 ნოემბერი.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (3 დეკემბერი) შშმ პირების (18 წლის ზემოთ) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:
ა) შშმ პირი (ეტლით მოსარგებლე , მხედველობა და მეტყველება შეზღუდული,  სმენადაქვეითებული);
ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი.                                                                                                          2. დანართი 25-პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (ბიუჯეტი-ტრანსფერის თანხა)პროგრამა ითვალისწინებს პერსონალური ასისტირების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას. პროგრამის მოსარგებლეები არიან: გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც, სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა.       შედეგი- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარის მატერიალური უზრუნველყოფა.       ასისტენტის პროგრამის მიზანია პერსონალური ასისტირების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.       შედეგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფუნქციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაზრდილია მათი საკუთარ თავზე კონტროლი და ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩართული არიან მათთვის საინტერესო სოციალურ, სასწავლო, უნარების განვითარების, შემოსავლის მომტან  ან/და სხვა აქტივობებში.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ბავშვთა პროგრამები

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 14

200.0

ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამების აღწერა

1) დანართი 11 -„სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ .  ბიუჯეტი -10 000(ათი ათასი) ლარი. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან  ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარებას ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2) დანართი 23 - „ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა “.  ბიუჯეტი -190 000 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არასრულწლოვანთა, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციართა (18 წლამდე) ადრეული და თერაპიული ინტერვენციის მომსახურების დაფინანსებას (140 განცხადება) წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) სოციალურად დაუცველ ბავშვებში (1000 დან - 150 000 ქულის ჩათვლით) – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში;
ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ მყოფ ბავშვებში - 1200 (ათას ორასი) ლარის  ფარგლებში.                                                                                                                    6. მომსახურების დაფინანსება მოიცავს:
ა) „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის - თვეში მაქსიმუმ 12 ვიზიტს;
ბ) ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის  „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მომლოდინეთა რეესტრში მყოფი ბავშვებისათვის -  თვეში მაქსიმუმ 20 სეანსს (მომსახურებების მთლიანი ჯამი);
გ) არასრულწლოვნებისათვის, რომელთაც უარი ეთქვათ ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით  სარგებლობაზე, მაგრამ საჭიროებენ სხვა სახის ინტერვენციებს - თვეში 16 სეანსს.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამების  მიზნები  და მოსალოდნელი შედეგები

1) დანართი 11 -პროგრამის მიზანია სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების მატერიალური მხარდაჭერა, ოჯახური გარემოს შენარჩუნებისათვის.    შედეგი- ბავშვების ოჯახურ გარემოში შენარჩუნება.                             2) დანართი 23 - პროგრამის მიზანია ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის ამაღლება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის მხარდაჭერა, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლობლო პროგრამებში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობა.        შედეგი- ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარება. ამაღლებული ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალი. სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლობლო პროგრამებში ჩართვა. გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი და სოციალური ინტეგრაცია.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სტუდენტების მატერიალური  დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 15

113.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც:
ა) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არიან დედ-მამით ობოლი,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და  სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახებიდან, სასწავლო პროცესში თვეში -100 ლარის ოდენობით (ბიუჯეტი- 64500 ლარი); ბ) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით) სემესტრული დაფინანსება - 500 ლარის ფარგლებში, შშმპ შემთხვევაში - 700 ლარის ფარგლებში (ბიუჯეტი 35 000 ლარი, სულ -70 სემესტრული განცხადება). გ) სწავლობენ სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (წინა სემესტრის 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით)-სწავლის სემესტრული თანხის სრულ დაფინანსებას 1125 (ათას ასოცდახუთი) ლარის ოდენობით; პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 12 (თორმეტი) განცხადების თანხის დაფარვას (ბიუჯეტი -13500 ლარი)

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია წარჩინებული, დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.    შედეგი - დედ-მამით ობოლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა. წარჩინებული სტუდენტების მოტივაცია.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 16

420.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველი პირების და „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს,  წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით
შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო
მომსახურეობის დაფინანსებას (გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა,  თუ:
ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ა.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ა.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
ბ.ა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
ბ.ბ. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).

მომსახურება ფინანსდება:
ა) არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა და შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა; გ) რეაბილიტაციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
დ) თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია სამედიცინო  მომსახურების მიღების  ხელშეწყობით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.   შედეგი- მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 17

380.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირთა (სამედიცინო კლასიფიკატორის  კოდი - C, D00-დან D09-ის ჩათვლით), დაფინანსებას:
ა) ონკოლოგიური დიაგნოსტიკის დაფინანსებას არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
ბ.ა.    ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
ბ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
გ)    მედიკამენტების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
გ.ა.    გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
გ.ბ. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
გ.გ. დაფინანსება არ აღემატება ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში 4000 (ოთხი ათასი) ლარს და არაონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში  800 (რვაასი) ლარს.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1, SDG 3

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია სამედიცინო  მომსახურების მიღების  ხელშეწყობით ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.      შედეგი- ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა  სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება/შენარჩუნება.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 18

80.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაწევას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მრავალშვილიან ოჯახებზე. პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც  ჰყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-სს; ბ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები,  რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. მატერიალური დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება.   შედეგი- მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

უფროსი ასაკის პირთა სოციალური დაცვის პროგრამები

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 19

90.0

ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამების აღწერა

1) დანართი 16 -„სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“. ბიუჯეტი-15 000 ლარი. იგი  ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალურ დახმარებას სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე:
ა) 1000-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2) დანართი 24 - ბიუჯეტი-75000 ლარი. „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის  პროგრამის“  მოსარგებლეები -გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალიზაციის ხელშეწყობის საჭიროების მქონე უფროსი თაობის (60+) ადამიანები (არაუმეტეს 30 პირისა). პროგრამის ამოცანაა 1. უფროსი თაობის ადამიანების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენა).
2. უფროსი თაობის ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. უფროსი თაობის ადამიანების სოციალური ინტეგრაცია.
4. უფროსი თაობის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.                                                                                                                               პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია მოსარგებლე (60 წლის და მეტი ასაკის) აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს:
• აქვს სოციალიზაციის აქტივობებში ჩართვის დაბალი ხელმისაწვდომობა
• აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი (150 000 ქულამდე)
• ცხოვრობს მარტო .                                                                                                               მომსახურების მიმწოდებელი გახდება იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

1) დანართი 16 -პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური დახმარება.     შედეგი- სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების მატერიალური  უზრუნველყოფა.             2)  დანართი 24 -პროგრამის მიზანია- უფროსი თაობის  ადამიანების სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა. შედეგი- 1. გაზრდილია ხელმისაწვდომობა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებზე.
2. პროგრამით მოსარგებლეებში გაუმჯობესებულია ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.
3. გაზრდილია საზოგადოების და თავად უფროსი თაობის ადამიანების მიერ საკუთარი როლისა და მნიშვნელოვნების განცდა, აქვთ საკუთარი უფლებების დაცვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები (ძალადობა, სოციალიზაცია, ქონების და პენსიის განკარგვა, მონაწილეობა/ჩართულობა და ა.შ.).
4. უფროსი თაობის ადამიანები ჩართულები არიან მათთვის საინტერესო სასწავლო, სოციალურ-კულტურულ და შემოსავლის მომტან აქტივობებში.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 20

45.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით -  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.   შედეგი- ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 21

60.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარების გაცემას:
ა)  სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 100 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია მარტოხელა მშობლების მატერიალური მხარდაჭერა.  შედეგი- მარტოხელა მშობლების მატერიალური უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების  პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 22

20.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს  გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ჩვილი ბავშვებისათვის(ერთ წლამდე), რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების  ბავშვთა კვებით უზრუნველყოფისათვის დახმარებას თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფისათვის მატერიალური დახმარება.   შედეგი-სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 23

35.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების  ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით.
პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000 -სს;
ბ) დედ-მამით ობოლი (18 წლამდე)  ბავშვების ოჯახები;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა,ეტლსმიჯაჭვული, მხედველობაშეზღუდული) (18 წლამდე) ასაკის ბავშვების ოჯახები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები (კოდი-311, 312, 313);
ე) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები;                                                                                                                                                            ვ)„ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები.
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მხედველობადაქვეითებული - მკვეთრად გამოხატული);
თ) სოციალურსდ დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (100 000 ქულის ჩათვლით).

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია ზამთრის პერიოდში  პროგრამით მოსარგებლეთა გათბობისათვის  მატერიალური დახმარება.  შედეგი- პროგრამით მოსარგებლე ოჯახების ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების  პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 24

1,075.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების  სოციალური დახმარების გაცემას ერთჯერადად სარეიტინგო ქულის მიხედვით:
ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით -  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა.    შედეგი- სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

06 02 26

85.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამის მთავარი ამოცანაა იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე სოციალურ გარემოსა და პირობებში, აქვთ ან ემუქრებათ ძალადობის, ქუჩაში დარჩენის/მუშაობის, ადრეული ქორწინების, კანონთან კონფლიქტში, ბულინგის, ოჯახში უგულვებელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების, განათლების მიღმა დარჩენის, მავნე ზეგავლენისა და სხვა სახის საფრთხე. პროგრამით მოსარგებლეები არიან არასრულწლოვანთა ოჯახები.  პროგრამის ღინოსძიებებია: 1) მატერიალური დახმარება (ბიუჯეტი-50 000 ლარი); 2) ფსიქოლოგისა და პოზიტიური მშობლობის  სერვისის მიწოდება. შეხვედრების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე,  თითოეულ ბენეფიციარზე  დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.  (ბიუჯეტი-6 000 ლარი) 3)  ავეჯისა (ბიუჯეტი-13 000 ლარი)და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა (ბიუჯეტი-7 000 ლარი); 4)  ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები  (ბიუჯეტი-3 000 ლარი). ღონისძიებები ითვალისწინებს შესყიდვებს პროგრამით  და ხელშეკრულებით გაწერილი პირობებით. 5) ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურება - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ თითოეულ ბავშვზე წელიწადში არაუმეტეს 300 ლარისა(ბიუჯეტი-6 000 ლარი).

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 1

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია: 1. სოციალურ მუშაობაზე დაყრდნობით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა /მხარდაჭერა.
2. ბავშვების ზიანის რისკების აღმოფხვრა ან აცილება,  რომლებიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება შეუქმნან მათ სრულფასოვან განვითარებას და კეთილდღეობას.
3. პრევენციული ღონისძიებების გატარება.
4. მატერიალური და არამატერიალური დახმარების გზით ოჯახების გაძლიერება.
შედეგი: 1. დაწყებულია სოციალური მუშაობა ყველა შემთხვევაზე;
2. ინტერდისციპლინური შეფასებით იდენტიფიცირებულია ზიანის რისკები და განსაზღვრულია საჭიროებები;
3. პრევენციული ღონისძიებებით შემცირებული ან/და აღმოფხვრილია ზიანის რისკები, დაკმაყოფილებულია საჭიროებები;
4. გაუმჯობესებულია მშობლის უნარები და ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობა ბენეფიციარებში.
5. ოჯახები დაკმაყოფილებულია ავეჯით და აუცილებელი საოჯახო ტექნიკით;
6. გაზრდილია ცნობიერება მოსახლეობაში ბავშვის უფლებებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ;
7. მაღალი რისკების შემთხვევებში განხორციელებულია დროული რეფერირება.