1. განისაზღვროს ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -3,905.5 ათასი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 3,905.5 ათასი ლარის ოდენობით.
ათასი ლარი
დასახელება
2024 წლის ფაქტი
2025 წლის გეგმა
2026 წლის გეგმა
სულ
მათ შორის
სულ
მათ შორის
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
ვალდებულებების ცვლილება
-57.5
0.0
-57.5
-754.7
0.0
-754.7
-3905.5
0.0
-3905.5
ზრდა
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
კლება
57.5
0.0
57.5
754.7
0.0
754.7
3905.5
0.0
3905.5
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში 2 ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდისა და 100 ცალი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად 2017 წლის 13 თებერვალს აიღო სესხი სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“-დან 402,259 ლარის ოდენობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს - 67,766 ლარს. აღნიშნული სესხის სრულად დაფარვა მოხდება 2026 წელს.
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის 2018 წლის 5 მარტს გაფორმებული საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე, ფონდმა განახორციელა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფელის, ვაზიანის და ახალი სამგორის წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოების“ პროექტი. საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების შესაბამისად პროექტის ღირებულების 50% გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცა სესხის სახით. აღნიშნული პროექტისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტსა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ შორის 2025 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების აქტის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტს ფონდის მიმართ დავალიანება 2026 წლის პირველი იანვრისთვის შეადგენს - 9,466,369.66 ლარს, საიდანაც 2,610,012 ლარის დაფარვა მოხდება 2026 წლის მანძილზე. დავალიანების სრულად დაფარვა მოხდება 2028 წლის ბოლომდე. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გრაფიკის თანახმად კი მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენს - 5,386,940 ლარს, ხოლო 2026 წლის 31 დეკემბრისთვის დარჩენილი სასესხო ვალდებულებები შეადგენს - 4,159,233 ლარს.