გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.07.2019
საქმის ნომერი
080310019002948285
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/144-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მ--–---- ჩ--------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - თ-----------ე

წარმომადგენელი - პ----- შ----ე

მოპასუხე - ქ--–-------------------–----–--------------ა.

წარმომადგენელი - ი-----–-----------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა; განაცდურის ანაზღაურება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქუთაისის მ----–----–-------- მერის N------ ბრძანების (2018 წ 08/06) -ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის-თ-----------ის მიმართ-დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ - ბათილად ცნობა.

 

1.2. ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმის ბათილად ცნობა.

 

1.3. დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ დასკვნა №32----- (18/03/2019) - ბათილად ცნობა.

 

1.4. ქ--–-------------------–----–--------------ს № კ---- (18/03/2019) ბრძანება -ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ - ბათილად ცნობა.

 

1.5. თ-----------ის ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე თ-----------ის აღდგენა.

 

1.6. დაეკისროს ქ--–-------------------–----–--------------ას-თ-----------ისათვის განაცდურის (თვეში 1200 (ათას ორასი) ლარის-ხელზე ასაღები ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლებიდან მის აღდგენამდე).

 

1.7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, 2019 წლის 18 თებერვალს, ქუთაისის მ----–----–-------- მერიაში, ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ, უკანონოდ და არაკომპეტენტურად იქნა ჩატარებული ზეპირი მოსმენა, რაზედაც შედგა №2 სხდომის ოქმი.

 

აღნიშნული ზეპირი მოსმენის შემდეგ, 2019 წლის 18 მარტს გამოიცა N32----- დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ, ხოლო ამავე დღესვე ქუთაისის მ----–----–-------- მერმა გამოსცა ბრძანება Nკ---- (18/03/2019) თ-----------ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება და შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტი თ-----------ის მიმართ გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რითაც არსებითი ზიანი მიადგა თ-----------ეს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე N525-512 (კ-14) ,,დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად: დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ უნდა გაარკვიოს არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა დისკრეციული უფლებამოსილება ქუთაისის მ----–----–-------- მერიას კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტუტუციური ვალდებულებაა სწორედ ის, რომ გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც, იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებულობაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის არარსებობისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, მითუმეტეს, როდესაც საქმე შეეხება სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია და როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობის პირი ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ გახდა აუცილებელი მაინცდამაინც მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება. ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის-მერის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკიმინაციულ მიდგომას ჩემი მარწმუნებლის მიმართ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სადავო გადაწყვეტილებები არ შეიცავს დასაბუთებას, როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ გახდა აუცილებელი თ-----------ის მიმართ ისეთი მკაცრი სახდელის გამოყენება საჭირო და აუცილებელი, როგორიც სამუშაოდან განთავისუფლებაა. სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობასთან დაკავშირებით, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი, უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური წარმოების დასაწყებად საკმარისი არაა დისციპლინური გადაცდომის თაობაზე მხოლოდ ვარაუდის არსებობა. ეჭვი უნდა იყოს დასაბუთებული, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადაცდომის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების არსებობაში.

 

ბრძანებაში თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებად მითითებულია შემდეგი: რომ დროის რაციონალურად გამოყენებისა და მუშაკებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას: 2019 წლის 15 თებერვალს, 09:45 საათზე სამუაო ადგილას არ იმყოფებოდა თ-----------ე, ხოლო შემდეგ, როდესაც დაეკითხნენ, სამსახურის ხელმძღვანელს, ჯონდო არაბიძეს, იყო თუ არა შეთანხმებული მინაძის სამუშაოზე არ ყოფნა მასთან, მიიღეს უარყოფითი პასუხი. ამის შემდეგ, თ-----------ეს 2019 წლის 18 თებერვალს N2081-01 წერილით მოთხოვეს ახსნა-განმარტება, იყო თუ არა შეთანხმებული სამსახურში მისი არ ყოფნა არაბიძესთან და მინაძისაგან მიიღეს დადებითი პასუხი. ამის შემდეგ, თურმე შემოწმების მიმდინარეობისას, კიდევ ერთხელ მოხდა არაბიძესთან დაკონტაქტება და არაბიძემ, კვლავ განაცხადა, რომ მინაძემ მისგან ნებართვა არ აიღო და ისე არ იმყოფებოდა სამსახურებრივ უბანზე. ვინაიდან მინაძისა და არაბიძის მიერ მიცემული განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დისციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში ჩაეტარებინათ ზეპირი მოსმენა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რის შესახებაც, 2019 წლის 18 თებერვლის N2056-01 წერილით ეცნობა თ.მინაძეს და აღნიშნულ წერილში განმარტებული იყო მისი უფლებები და აღნიშნული იყო ზეპირი მოსმენის თარიღიც, ადგილიც და დროც. (25/02/2019 12:00 სთ) (იხილეთ ბრძანება).

 

ბრძანებაში ასევე მითითებულია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მინაძემ წერილობით მიმართა შიდა აუდიტის განყოფილებას, სადაც მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა გამო, ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაში და იშუამდგომლა გონივრული დროით ყოფილიყო გადადებული საქმის, მოსმენა, რაც დაკმაყოფილდა. სხდომა 10 დღით გადაიდო. რის შესახებაც შედგა ოქმი N1. სხდომის ახალ თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 01 მარტი.

 

გასაჩივრებულ აქტებში და მათ შორის ბრძანებაში მითითებულია, რომ თ-----------ის მხრიდან სამუშაო დროს არარაციონალურად გამოყენების ფაქტი არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და რომ ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანებით თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. 2019 წლის 22 თებერვალს 09:45 წუთზე ის კვლავ არ იმყოფებოდა სამუშაოზე. შესაბამისად, სამსახურში მცირეოდენი ხნით, ისიც ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ავადმყოფობის გამო დაგვიანებისათვის მინაძე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მიმდინარე წლის 25 თებრვლიდან თ-----------ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 25/02/2019 წლის №2320-01 წერილობით აცნობა ქალაქის მ----–----–-------- მერს და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტური ერთეულის, ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ნათია გურულს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, (ასევე დაუფიქსირა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია იმ დისკრიმინაციისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარების შედეგად რასაც ქალაქის მერი თ-----------ის მიმართ ახორციელებდა უკვე ერთი წლის განმავლობაში) და ვერ შეძლებდა ჩანიშნულ ზეპირი მოსმენაზე დასწრებას. აღნიშნულ წერილში ცალსახად იქნა მინაძის მიერ დაფიქსირებული, რომ სურვილი ჰქონდა კანონით მონიჭებული უფლებით ესარგებლა და დასწრებოდა ზეპირ მოსმენას და არ ჩატარებულიყო ზეპირი მოსმენა მისი დასწრების გარეშე, რადგან ის აპირებდა სხდომაზე წარმოედგინა მისი სიმართლის დამდასტურებელი ფაქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის სამსახურში დაწინაურდა კონკურსის გზით. მიუხედვად აღნიშნულისა, სამსახურის უფროსი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ აძლევს დავალებას. მთელი წლის განმავლობაში დაეწერა მხოლოდ სამი განცხადება, რომლისგან ორი ფუნქციურად არ ეკუთვნოდა და გადაეცა ადრესატს. იმ ფონზე, როცა ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში ყოველდღიურად შემოდის ათობით განცხადება და მას არ ეწერება, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციას მის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თ-----------ეს კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ცხოვრობს მარტო. მისთვის ხელფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ--–-------------------–----–--------------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა ი-----–-----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი - ქუთაისის მ----–----–-------- მერის N------ ბრძანების (2018 წ 08/06) -ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის-თ-----------ის მიმართ-დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ - ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებელია, რადგან მოსარჩელეს გაშვებული აქვს ად. აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

 

მისივე განმარტებით, სარჩელი ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმის და დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ დასკვნა №32----- (18/03/2019) - ბათილად ცნობის ნაწილში ასევე დაუშვებელია, რადგან აღნიშნული აქტები წარმომადგენენ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილებს და არა ადმინისტრაციულ აქტებს.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა ვრცელი საპაექრო სიტყვა, უარყო სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;- ქ--–-------------------–----–--------------ს № კ---- (18/03/2019) ბრძანება, ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს აქტის ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

წარმომადგენელმა ასევე მიუთითა სადავო ადმინისტყრაციულ წარმოების გამართვის პროცედურულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ თ-----------ის შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 25 თებერვალს დანიშნული ადმინისტრაციული წარმოება გადაიდო 2019 წლის 07 მარტის 12.00 საათისთვის, რომელიც ობიექტური მიზეზის გამო გადაიდო ერთი საათით, ხოლო თ. მინაძეს ეცნობა სატელეფონო აქტით. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, თ-----------ის გამოუცხადებლობას არსებითი მნიშვნელობა არ მოუხდენია ადმინისტრაციულ წარმოებაზე და სათანადო, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნა დასკვნა და შესაბამისად უსაფუძვლოა სარჩელი, ქ--–-------------------–----–--------------ს № კ---- (18/03/2019) ბრძანების, ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის და ყველა სხვა ნაწილში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის №2314-01 25/02/2019 წლის განცხადებით, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის გიორგი ჭიღვარიას მიმართ ირკვევა, რომ მ/წლის 25 თებერვლიდან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვს გაცდენილი საათები ჩაეთვალოს საპატიოდ.

 

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის 2019 წლის 18 მარტის განცხადებით, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის გიორგი ჭიღვარიას მიმართ, დადგენილია, რომ, მ/წლის 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 18 მარტიდან ისევ იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვს, რომ გაცდენილი საათები ჩაეთვალოს საპატიოდ.

 

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 25.02.2019 წლის №კ 470 ბრძანება კ-ს თანახმად ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თ-----------ისათვის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’, საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტისა და თ-----------ის პირადი განცხადების საფუძველზე - შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა თ-----------ეს, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვიტარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, დროებით, შრომისუუნარობის გამო, 2019 წლის 25 თებერვლიდან.

 

საავადმყოფო ფურცელით, გაცემული 2019 წლის 25 თებერვალს თ-----------ეზე, რომელიც მუშაობს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის საშინაო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, დადგენილია, რომ - მკურნალობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს და დაასრულა 2019 წლის 07 მარტს, საავადმყოფო ფურცელში ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია შეუდგეს მუშაობას 2019 წლის 16 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ექიმი ნერვოლოგი ეკა ეკა ლომაძე.

 

საავადმყოფო ფურცელი გაცემული შპს ქუთაისის დ. ნაზარაშვილის სახელობის სახ. საოჯახო მედიცენტრის მიერ 2019 წლის 18 მარტს თ-----------ეზე, რომელიც მუშაობს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის საბინაო სამსახურში, რომელმაც მკურნალობა დაიწყო 2019 წლის 18 მარტს და 27 მარტის ჩათვლით. საავადმყოფო ფურცელზე მითითებულია დაავადების დასახელება. კერძოდ მარჯვენა მხრის სახსრის ტრამვისშემდგომი პერიართრიტი, გამწვავება. საავადმყოფო ფურცელზე ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია სამუშაოს შეუდგეს 2019 წლის 28 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ქირურგი ვახტანგ მერკვილაძე.

მტკიცებულება: განცხადება; საავადმყოფო ფურცელი (ტ.1. ს.ფ. №48; ტ.2. ს/ფ. 36-41);

 

3.1.1. ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმიდან ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2019 წლის 18 თებერვლის №362 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოებას 2019 წლის 27 თებერვლამდე ახორციელებდა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტის განყოფილება. ქ. ქუთაისის მ----–----–-------- საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №91 დადგენილებით შეიქმნა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახური და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება დაევალა ამავე სამსახურის მეორადი სტრუქტურულ ერთეულს სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილებას.

 

ზეპირ მოსმენას თავმჯდომარეობდა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია.

 

სხდომის დასაწყისში თავმჯდომარის მიერ დასმული იქნა შემდეგი სახის შეკითხვები, კერძოდ დაესწრება თუ არა ზეპირ მოსმენას დაინტერესებული მხარე/მისი წარმომადგენელი ან თუ არსებობს მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. სხდომაზე განიმარტა, რომ ზეპირ მოსმენას არ ესწრება დაინტერესებული მხარე/ მისი წარმომადგენელი და დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისათვის უცნობია მათი გამოუცხადებლობის მიზეზი. აქვე განიმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს 10:40 საათზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ადგილი ჰქონდა დაინტერესებული პირის სახელით განცხადების ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში რეგისტრაციის მცდელობას, რაც სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო არ განხორციელდა. შესაბამისად არ არსებობს ზეპირი მოსმენის გადადების საფუძველი.

 

მიმოხილულ იქნა საქმის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, აღნიშნულ იქნა, რომ დაინტერესებული მხარისათვის გაცნობილია დისციპლინური წარმოების მასალები და ასევე, განმარტებულია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები. სხდომაზე აქვე აღინიშნა, მ/წ 25 თებერვალს თ-----------ემ განცადება №22314-01-ით მიმართა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერს და აცნობა საავადმყოფო ფურცელზე გასვლის შესახებ, ასევე მ/წ 25 თებერვალს თ-----------ემ განცხადებით №2320-01-ით მიმართა მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის ფუნქციების შემსრულებელს ნათია გურულს, შეატყობინა ჯანმთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადების შესახებ და აღნიშნა რომ მისი, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა ზეპირ მოსმენაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, საქმის განხილვისას და მას აქვს მნიშვნელოვანი დოკუმენტები რომლის წარმოდგენით და დასაბუთებით შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ასევე მიმართა თხოვნით, შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს შეჩერდეს ზეპირი მოსმენა გონივრული ვადით და კანონით მინიჭებული წესით მიეცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ზეპირ მოსმენაში, რის შედეგადაც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა და ზეპირი მოსმენის სხდომა ჩანიშნა მიმდინარე წლის 7 მარტს.

 

სხდომის თავმჯდომარის მიერ დაისვა შემდეგი სახის შეკითხვა არსებობდა თუ არა 2019 წლის 15 თებერვალს თ-----------ის მიერ სამსახურში დაგვიანების ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა. რაზეც განიმარტა, რომ მ----–----–-------- მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული იქნა ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს დაგვიანების ფაქტი.

 

სხდომის თავმჯდომარემ დააზუსტა, ჰქონდა თუ არა წარსულში თ-----------ეს შეფარდებული რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, რაზეც შიდა აუდიტის მიერ განემარტა, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის ბრძანება №კ 1348-ით თ-----------ეს დისციპლინური წარმოების ზომად განისაზღვრა საყვედური, რაც მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. ასევე შიდა აუდიტის თანამშრომლების მიერ დამატებით აღნიშნულ იქნა ის ფაქტი, რომ მიმდინარე დისციპლინური წარმოების დაწყების შემდგომ მ/წ 22 თებერვალს განხორციელებული შემოწმებისას (ოქმი №6) თ-----------ე ისევ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას და მის ხელმძღვანელს ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია მისი არ გამოცხადების მიზეზებთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: ზეპირი სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. №34-37);

 

3.1.2. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 18/03/2019 წლის №32----- დასკვნის თანახმად ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: დარღვეულ იქნა საქართველოს კანონის ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი;

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის №კ1348 ბრძანებით ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის , საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. ვინაიდან პირველი დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული ერთი წელი ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახეზეა 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ‘’ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა.

გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 98-ე მუხლის თანახმად;

დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერს;

გადაეგზავნოს წინამდებარე დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს თ-----------ეს.

მტკიცებულება: ზეპირი სხდომის ოქმი (ტ.1. ს.ფ. №38-42);

 

3.1.3. ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერის მოვალეობის შემსრულებლის - 18.03.2019 წლის №კ---- ბრძანება კ-ს თანახმად - ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: დარღვეულ იქნა საქართველოს კანონის ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი;

 

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის №კ1348 ბრძანებით ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური. ვინაიდან პირველი დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული ერთი წელი ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახეზეა 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის ‘’ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომა.

გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება . ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 98-ე მუხლის თანახმად;

 

დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერს;

 

გადაეგზავნოს წინამდებარე დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს თ-----------ეს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ , საქართველოს კანონის 85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93-ე, 94-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე, 111-ე და 112-ე მუხლების საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტისა და ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის 18 მარტის №32----- დასკვნის საფუძველზე.

ვბრძანებ:

გათავისუფლდეს თ-----------ე, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 18 მარტიდან.

მტკიცებულება: ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერის მოვალეობის შემსრულებლის - 18.03.2019 წლის №კ---- ბრძანება კ-ს (ტ.1. ს.ფ. №43-47);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს თ-----------ეს ჩამოერთვა ახსნა - განმარტება, სადაც თ-----------ე უთითებს მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზე. კერძოდ, ის მიმართავს ქალაქ ქუთაისის მ----–----–-------- მერს - თქვენი მერობისა და გიორგი იობაშვილის ვიცე მერობის (რომელმაც საკურატოროდ ჩაიბარა საბინაო ინფრასტრუქტურისა მართვისა და განვითარების სამსახური) პერიოდში მიმდინარე წლის განმავკლობაში არაერთგზის იკვეთება ჩემს მიმართ დისკრიმინაციისა და საქართველოს მთავრობის №200 2017წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების განსაკუთრებით მე-14, მე-16 და 25-ე მუხლების განზრახ დარღვევისა და შეუსრულებლობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის დავაფიქსირე აღნიშნულის შესახებ როგორც პირადად თქვენთან, ასევე სხვა შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან და სოციალური ქსელის მეშვეობითაც, ქ--–-------------------–----–--------------ს პირველი მოადგილის გიორგი იობაშვილის გავლენითა და გაცემული დავალებების საფუძველზე ვარ დისკრიმინირებული, რაც გამოიხატება შემდეგში: შეუზღუდეთ თანამშრომლებს ჩემთან ურთიერთობა, ელექტრონული წარმოების წესით არ მეწერებოდა დავალებები, არ მასწრებდნენ არც ერთ ჩატარებულ სამსახურებრივ თათბირს, სამსახურის მიერ განხორციელებულ არცერთპროექტსა და ღონისძიებაში, არ მქონდა მონაწილეობის მიღების საშუალება ხელოვნურად. არაერთგზის, აბსურდული მიზეზებით, დაიწყეს ჩემს მიმართ დისციპლინური დევნა. დისკრიმინაცია შეეხო ჩემს 9 წლის მოჭადრაკე შვილსაც, რომელმაც ქალაქს თვენივე მერობისა და გიორგი იობაშვილის ვიცე-მერობის (მას ჩაბარებული აქვს საკურატოროდ (ა)აიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება) დროს მოუტანა ხუთი მნიშვნელოვანი წარმატება. თუმცა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად განმარტებას მივცემ შესაბამის საგამოძიებო ორგანიებს. უფრო მეტის, როგორც საკრებულოს წევრები, ასევე სოციალურ ქსელში შესაბამისი საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან დაანონსდა რომ საბინაო სამსახური უქმდება და რატომღაც მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი გაჟღერდა, რომ დავტოვებ კანონის სრული დაცვით დაკავებულ პოზიციას. აღნიშნულ ფაქტზეც სასურველია ჩაერიოს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები, რათა დადგინდეს ხომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია პირადი ინტერესებისა და კთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დისკრიმინაციის ხარჯზე.

მტკიცებულება: ახსნა-განმარტება (ტ.2. ს.ფ 27-32).

 

3.1.5. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 12.10.2018 წლის №2190 ბრძანების თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, საქართველოს კანონის ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ 86-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტის, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-14 მუხლის და 2018 წლის 10 ოქტომბრის ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურულიო ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის საჯარო მოხელეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების, მათზე დაკისრებული ვალდებულებების, მერიის შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის შემოწმების ოქმი №53-ის საფუძველზე -

დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

 

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის 19.10.2018 წლის №კ 2689 ბრძანება კ-ს თანახმად, კერძოდ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №2190 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №2190 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაონ ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილებას.

 

საქართველოს კანონის ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ 85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93-ე, 94-ე, 95-ე, 96-ე მუხლებისა და ქ. ქუთაისის მ----–----–--------საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენიულებით დამტკიცებული ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების №14 მუხლის საფუძველზე, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფილებამ განახორციელა დისციპლინური წარმოება, დაადგინა დისციპლინური გადაცდომის არარსებობის ფაქტი და 2018 წლის 16 ოქტომბერს წარმოადგინა დასკვნა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმზღვანელის მოადგილე თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველიპუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებისა და ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთელის შიდა აუდიტის განყოფილების 2018 წლის 16 ოქტომბრის №12660-01 დასკვნის საფუძველზე - დისციპლინური წარმოების შედეგად დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო, შეწყდეს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაონ ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვიტარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ქ. ქუტაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 12 ოქტომბრის №2190 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოება.

მტკიცებულება; დასკვნა (ს.ფ. 64 –71)

 

3.1.6.დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თ-----------ემ №14984-01 11/12/2018 წელს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერს გიორგი ჭიღვარიას მიმართა განცხადებით, კერძოდ ითხოვს, რომ მიაწოდონ დეტალური საჯარო ინფორმაცია ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ. კონკრეტულად რამდენი თანამშრომელია სამსახურში დასაქმებული, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების და მათი პოზიციების მითითებით.

ასევე, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში რამდენჯერ მოხდა დანამატებისა და ჯილდოების გაცემა და კონკრეტულად ვისზე, შესაბამისი თანხის მითითებით.

ასევე ითხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია,ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ბალანსზე ირიცხება თუ არა ავტომობილები სამსახურეობრივი საჭიროებისათვის და კონკრეტულად ვინ სარგებლობს 2018 წლის 01 იანვრიდან დრემდე აღნიშნული ავტომობილებით.

მტკიცებულება; განცხადება (ტ.2. ს.ფ. 72)

 

3.1.7. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის 20.12.2018 წლის № 2751 ბრძანების თანახმად, დაიწყო დისციპლინური წარმოება ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაონ ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

დაევალა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერტეულის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს - გოჩა ავალიანს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის განყოფიოლების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - ლალი მაღლაფერიძეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის გაყოფილების შრომითი ხელშეკრულებთ დასაქმებულ პირს - ზვიად გაჩეჩილაძეს დისციპლინური წარმოების განხორციელება.

მტკიცებულება; ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 73-74);

 

3.1.8. დადგენილია, რომ 29.01.2019 წლის №1283-01 დისციპლინური გადაცდომის არარსებობისა და ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დასკვნის თანახმად:

ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუსქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიერ ადგილი არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და შესაბამისად დისციპლინური წარმოება უნდა შეწყდეს.

მტკიცებულება; ბრძანება (ტ.2. ს.ფ. 75)

 

3.1.9. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე გოჩა ავალიანმა განმარტა, რომ 2018 წელს მუშაობდა ქ--–-------------------–----–--------------ის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მოწმის განმარტებით, თ-----------ე არის ნიჭიერი, კეთილი პიროვნება. ამასთანავე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით იყო მომთხოვნი.

2018 წლის 07 ივნისს მან მოამზადა დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურისა მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედურის გამოცხადების შესახებ, რომლის საფუძველზე, ქ--–-------------------–----–--------------ს მოვალეობის შემსრულებელმა, 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანებით, თ-----------ეს გამოუცხადა საყვედური.

მოწმემ განმარტა, რომ მას დავალებული ჰქონდა დასკვნა მოემზადებინა საყვედურის ფორმით, თუმცა შეეძლო გაფრთხილებითაც შემოფარგლულიყო. მანვე აღნიშნა, რომ თ-----------ის მიმართ ორჯერ შეწყვიტა უსაფუძვლოდ დაწყებული დისციპლინური დევნა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

გოჩა ავალიანის განმარტებით, ქუთაისის მერიაში დადგენილი პრაქტიკით, მცირეწლოვანი ბავშვის დედებს, დილით სამსახურში გამოცხადება შეუძლიათ ნახევარი საათის დაგვიანებით.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.10. მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ზვიად ჯავახიამ განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ქუთაისის მ----–----–-------- მერიაში, ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

2019 წლის 7 მარტს ის ხელმძღვანელობდა თ-----------ის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ ადმინისტრაციულ წარმოებას. მიაჩნია, რომ დისციპლინური წარმოების შესახებ თ-----------ისათვის ცნობილი იყო კანონით დდაგენილი წესით. კერძოდ, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 25 თებერვალს გადაიდო სხდომა და დაინიშნა 2019 წლის 7 მარტს. თ-----------ის წარმომადგენელის შუამდგომლობის შესახებ განმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს ქუთაისის მ----–----–-------- მერიაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას, შუამდგომლობა წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

3.1.11. მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ჯონდო არაბიძემ განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს ქუთაისის მ----–----–-------- მერიაში, ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველდი სტრუქტურული ერთეული საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თ-----------ე იყო მისი მოადგილე და მის უფლებამოსილებაში შედიოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ურთიერთობა. განცხადებების მიღება და მათზე რეაგირება.

მოწმის განმარტებით, თ-----------ის მიმართ ერთხელ დაფიქსირდა მოქალაქის პრეტენზია, ძირითადად მოქალაქები მისი მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ.

მისივე განმარტებით, თამარ მინაზე სამსახურის საკითხებს მასთან ათანხმებდა, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართა, თუმცა წერილობითი განცხადება არ დაუფიქსირებია.

მოწმის განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვის დედებს, რომლებიც დასაქმებული არიან ქუთაისის მ----–----–-------- მერიაში, ნამდვილად ეძლევათ შეღავათი და შეუძლიათ დილით 30 წუთის დაგვიანებით გამოცხადნენ სამსახურში.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს თ-----------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2017 წლის 01 ივლისამდე და 2017 წლის 01 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქციები); საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების აღიარება, დაცვა და მათი რეალიზაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, ძირითადი ვექტორია ქვეყნების დემოკრატიული წყობილების არსებობისა და ქვეყნის ასეთი მოწყობის ლიბერალურ ღირებულებებთან თანაცხოვრების გარდაუვალობის სარგებელში, მით უფრო, რომ უფლებებში აღიარების და თავისუფლებების მოპოვების ძალისხმევები ვრცელ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება ადამიანების თავგანწირვის, საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ხარჯზე.

 

საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის მოწყობის და სიცოცხლისუნარიანობის საშუალებად გააჩნია ძირითადი კანონი, ქვეყნის ძირითადი პრინციპების და პოსტულატების დეკლარირების აქტი - საქართველოს კონსტიტუცია, აღიარებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებებს სახელმწიფოს კეთილდღეობის, არსებობის სტაბილურობის და განვითარების პერსპექტივებში.

 

ზემოაღნიშნული უფლებები და თავისუფლება განმტკიცებულია, ეროვნულ დონეზე და ჰარმონიზებულია აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. ეკონომიკური და სოციალური უფლებები, შრომის თავისუფლება სიცოცხლისუნარიანი ამ ღირებულებების ხელმისაწვდომობის სრულყოფილების ტენდენციის ხარისხით. ლიბერალური ღირებულების დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო კეთილდღეობის ინდექსის სიმაღლის საზომის მნიშვნელოვანი ეტაპი განპირობებულია ქვეყნების ამბიციით მათი პოლიტიკური პროგრამის მიმართულებები უკავშირდებოდეს სწორედ ეკონომიკური და სოციალური უფლებების, შრომის თავისუფლების პრიორიტეტულობის გამოკვეთას.

 

7.2. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხის ფართო გააზრებისთვის ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტებული ,,შრომის“ ცნებაზე, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ მიუთითებს, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად“ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება“. შრომის უფლება თანამედროვე დოქტრინალური გაგებითაც მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.

 

7.3. საქართველოს კონსტიტუციით - შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციია ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი, ქ--–-------------------–----–--------------ს №კ---- (18/03/2019) ბრძანება -ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ - შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

 

7.5. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მუხლი 2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მ----–----–-------- ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას; ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე; (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მ----–----–-------- ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა; დ) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მ----–----–--------, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-2 თავის მიხედვით საჯარო სამსახურის პრინციპები; მუხლი 7. კანონიერება საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მუხლი 8. ერთგულება საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მუხლი 10. ეკონომიურობა და ეფექტიანობა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. მუხლი 11. დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. მუხლი 12. მიუკერძოებლობა საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა. მუხლი 13. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. მუხლი 14. ანგარიშვალდებულება საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მუხლი 16. კარიერული განვითარება საჯარო სამსახურში კარიერული განვითარება ემყარება შეფასების სამართლიან სისტემას და სხვა მექანიზმებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას. მუხლი 17. გამჭვირვალობა და ღიაობა საჯარო სამსახური ხორციელდება გამჭვირვალედ და ღიად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

 

7.6.ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, მ----–----–-------- აღმასრულებელი ორგანო და მ----–----–-------- უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მ----–----–-------- უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მ----–----–-------- ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მერი ანგარიშვალდებულია მ----–----–-------- საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის პირველი მოადგილე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების (მერის ჩათვლით) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.გ) ა.დ) და ე.ე.) ქვეპუნქტების თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

 

7.7. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია შემდეგი; ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის №2314-01 25/02/2019 წლის ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის მიმართ გიორგი ჭიღვარიას მიმართ განცხადებით ირკვევა, რომ თ-----------ე 2019 წლის 25 თებერვლიდან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვა გაცდენილი საათები საპატიოდ ჩათვლა. ასევე თ-----------ემ 2019 წლის 18 მარტს მიმართა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერს გიორგი ჭიღვარიას და აცნობა, რომ, მ/წლის 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 18 მარტიდან ისევ იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე და ითხოვს, რომ გაცდენილი საათები ჩაეთვალოს საპატიოდ.

 

საავადმყოფო ფურცელით, გაცემული 2019 წლის 25 თებერვალს თ-----------ეზე, რომელიც მუშაობს ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის საშინაო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, დადგენილია, რომ - თ-----------ემ მკურნალობა დაიწყო 2019 წლის 25 თებერვალს და დაასრულა 2019 წლის 07 მარტს, საავადმყოფო ფურცელზე ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია შეუდგეს მუშაობას 2019 წლის 16 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ექიმი ნერვოლოგი ეკა ლომაძე.

 

საქმეზე დართული საავადმყოფო ფურცელით, გაცემული შპს ქუთაისის დ. ნაზარაშვილის სახელობის სახ. საოჯახო მედიცენტრის მიერ 2019 წლის 18 მარტს თ-----------ის სახელზე, დდაგენილია, რომ პაციენტმა მკურნალობა დაიწყო 2019 წლის 18 მარტს 27 მარტის ჩათვლით -კერძოდ მარჯვენა მხრის სახსრის ტრამვისშემდგომი პერიართრიტი, გამწვავება. საავადმყოფო ფურცელზე ასევე მითითებულია, რომ თ-----------ეს შეუძლია სამუშაოს შეუდგეს 2019 წლის 28 მარტიდან, რომელზეც ხელს აწერს ქირურგი ვახტანგ მერკვილაძე. (ტ.1. ს.ფ. №48; ტ.2. ს/ფ. 36-41);

 

დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერის მოვალეობის შემსრულებლის - 18.03.2019 წლის №კ---- ბრძანება კ-ს თანახმად - ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, თ-----------ე 2019 წლის 18 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ თ-----------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს, რაც დაუშვებელია, რადგან დადგენილია, რომ თ-----------ე 2019 წლის 18 მარტს იმყოფებოდა დროებითი შრომისუუნარობის მდგომარეობაში, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60.1 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის - ქ--–-------------------–----–--------------ს №კ---- (18/03/2019) ბრძანება - ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ - გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

ასევე სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას, თ-----------ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების კანონშესაბამისად წარმოების თაობაზე და აღნიშნავს, რომ თ-----------ის მიმართ დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, რადგან მას არ მიეცა საშუალება წარმომადგენელის საშუალებით დაეცვა საკუთარი პოზიცია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოწმის სახით დაკითხული, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახის განმარტებას იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო თ-----------ის შუამდგომლობის თაობაზე, რადგან მისივე თავმჯდომარეობით გამართული, ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმიდან ირკვევა, რომ აქვე განიმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს 10:40 საათზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ადგილი ჰქონდა დაინტერესებული პირის სახელით განცხადების ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში რეგისტრაციის მცდელობას, რაც სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო არ განხორციელდა.

 

სასამართლოს აღნიშნული ჩანაწრით დადგენილად მიაჩნია, რომ დაინტერესებულ პირს თ-----------ეს, რომელიც ამ დროს საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, სურვილი ჰქონდა წარმომადგენელის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაზე. კერძოდ, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 15 თებერვალს სამსახურში დაგვიანებით 9.45 საათზე გამოცხადება, რაც თ-----------ის განმარტებით, შეთანხმებული ჰქონდა სამსახურის უფროსთან ჯონდო არაბიძესთან, რაც სამსახურებრივი მოკვლევისას უარყო ჯონდო არაბიძემ. სწორედ აღნიშნული ფაქტი საჭიროებდა სათანადო კვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მით უფრო, რომ ჯონდო არაბიძემ სასამართლოში საქმის განხილვისას აჩვენა, რომ თ-----------ე ნამდვილად ათანხმებდა სამსახურებრივ საკითხებს მასთან. მისივე განმარტებით, თ-----------ემ თხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა განცხადება წერილობით არ დაუწერია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-----------ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების, სტაბილურობის უტყუარობა სათანადოდ არ არის დადასტურებული; არ არის დასაბუთებული, რომ თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით, რადგან საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას ინფორმირებული იყო მისი ავადმყოფობისა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ. (ტ.1. ს.ფ. №48; ტ.2. ს/ფ. 36-41);

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება მისი მოქალაქის ძირითადი უფლებების დაცვა გაუმართლებელი ჩარევისგან როგორც სახელმწიფოს (მისი ადმინისტრაციული ორგანოების სახით), ისე სხვა პირების მხრიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს კონსტიტუციურ დებულება ადამიანის ძირითად უფლებებს სძენს ძალმოსილებას შებოჭოს ხელისუფლება უკანონო ქმედებების განხორციელებისას და მოქალაქე დაიცვას სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედების არეალის სხვაგვარი განმარტებები არარად აქცევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, ხოლო ,,ცალმხრივი“ ადმინისტრაციული წარმოებისას აღნიშნული კვლევა ცხადია შეუძლებელია.

 

საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

7.8. სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე ბს№1655-1627 (კ-11), 11.04.2012წ.) სადაც სასამართლო განმარტავს, რომ ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმა შეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60.1 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე. მითითებული მუხლი ასევე, ადგენს გარკვეულ პირობებს იმ შემთხვევისათვის, როდესაც საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, რაც გამოიხატება უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის დამატებით დაცვის გარანტიებში, კერძოდ: 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით; 2. როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტი ცნობილი იქნა ბათილად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, ქუთაისის მ----–----–-------- მერიას უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში, თვეში 1200.00 ლარის ოდენობით.

 

7.9. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის განმარტებაზე, მის მიმართ სამსახურში დისკრიმინაციული მოპაყრობის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თ-----------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებული იყო მის მიერ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენით, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევით, თუ, რეალურად, სახეზეა დისკრიმინაციის ფაქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ამავე დეკლარაციის 23- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების - ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“

 

იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“ შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს 31 აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“

 

ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს საკმაოდ მყარი ოპინიო ჯურის (მართლშეგნება), 158-ე კონვენციით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გონივრული საფუძვლის გარეშე განთავისუფლების პრინციპი.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენცია ერთ-ერთ მიზნად ისახავს, სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი სისტემების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლებისაგან დაიცავდა. ეს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გამოსჭვივის კონვენციის მე-4 მუხლიდან, რომელიც აცხადებს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი, რომელიც ამავდროულად: ა) კავშირში უნდა იყოს მუშამოსამსახურის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულებისა თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№2/2-389 2007 წლის 26 ოქტომბერი), რომელიც განმარტავს, რომ ,,შრომის თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ შრომითი უფლებების ცნებასთან. ის შრომითი უფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს ადამიანის იძულებითი შრომის განხორციელება. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ თავისუფალი შრომის უფლებას, რაც გულისხმობს: შრომითი საქმიანობის სფეროს თავისუფალ არჩევას; შრომითი საქმიანობის არჩეულ სფეროში იძულების გარეშე ჩაბმას; შრომითი საქმიანობის პროცესში საკუთარი რესურსების იძულების გარეშე განკარგვას. შრომის თავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ მოახდინოს ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (ნეგატიური ვალდებულება) და უზრუნველყოს, რომ კერძო სუბიექტებმა არ მოახდინონ ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (პოზიტიური ვალდებულება)“.

 

კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.

 

ამრიგად, შრომის თავისუფლება, თავის მნიშვნელობით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები იძლევიან უალტერნატივო დასკვნის საშუალებას, რომ დასაქმებულთა დაცვა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით წარმოდგენს სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას.

 

რაც შეეხება თ. მინაძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობის დადასტურებას, პირველ რიგში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენიებული და განსაკუთრებით მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით. ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი). სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

7.10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-14 მუხლის კონსტიტუციურ 34 სამართლებრივ შინაარსზე საქმეზე მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ნო. 2/7/219, § 1). სასამართლომ განმარტა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.”

 

უფრო კონკრეტულად კი, სასამართლო მოიხმობს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულ „დისკრიმინაციის ტესტს“, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი თ.მინაძის მიმართ დისკრიმინაციას სამსახურებრივი ნიშნით.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-----------ე მუშაობდა მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

 

დადგენილია, რომ თ-----------ის მიმართ არაერთხელ აღიძრა დისციპლინური დევნა და შეწყდა ფაქტის არარსებობის გამო.

 

მათ შორის ერთერთი დისციპლინური დევნის დაწყება დროში მცირე სხვაობით ემთხვევა თ-----------ის მიერ №14984-01 11/12/2018 წლის წერილს, ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, რომ მიაწოდონ დეტალური საჯარო ინფორმაცია ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ. კონკრეტულად რამდენი თანამშრომელია სამსახურში დასაქმებული, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების და მათი პოზიციების მითითებით.

 

ასევე, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში რამდენჯერ მოხდა დანამატებისა და ჯილდოების გაცემა და კონკრეტულად ვისზე, შესაბამისი თანხის მითითებით;

 

ასევე ითხოვს, მიაწოდონ ინფორმაცია, ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ბალანსზე ირიცხება თუ არა ავტომობილები სამსახურეობრივი საჭიროებისათვის და კონკრეტულად ვინ სარგებლობს 2018 წლის 01 იანვრიდან დრემდე აღნიშნული ავტომობილებით (ტ.2. ს.ფ. 72).

 

დადგენილია, რომ თ-----------ეს, როგორც მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე წლის განმავლობაში სამსახურებრივად დაეწერა მხოლოდ სამი განცხადება და ფაქტიურად ის უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

 

აღნიშნული ფაქტების გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო ამგვარი დამოკიდებულება არღვევს თუ არა ზემოაღნიშნულ უფლებას, პასუხი დადებითია. სახეზეა განსხვავებული მოპყრობაც, რაც შეიცავს დისკრიმინაციის საფრთხეს საჯარო სამახურში და რაც დაუშვებელია.

 

7.11. როგორც აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების სათანადო დასაბუთებას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის მ----–----–-------- მერიის გადაწყვეტილება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის დროს ადგილი ჰქონდა ნორმატიული მოთხოვნების დარღვევას, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

7.12. თ-----------ის სარჩელის ნაწილობრივ შეწყვეტის დასაბუთება:

 

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას - ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანების -ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის-თ-----------ის მიმართ-დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ - ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელად ცნობის და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმის და დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ №32----- (18/03/2019) - დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელად ცნობის თაობაზე, სასამართლო სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის N------ ბრძანება -ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის-თ-----------ის მიმართ-დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ თ-----------ეს ჩაბარდა 2018 წლის 08 ივნისს, ხოლო კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მიმართვის და საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვის უფლება გარანტირებულია ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტებით, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვით მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შემდეგნაირად არის შეფასებული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №43), კერძოდ, მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ ჟ.A. Pყე (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ ჟ.A. Pყე (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [Gჩ], ნო. 44302/02, § 68, EჩHღ 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ -ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასატურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმნინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოხმობილი სამართლის ნორმის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმი და დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ დასკვნა №32----- (18/03/2019), რომლის ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე არ წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, არამედ წარმოადგენენ სარეკომედაციო ხასითის (შინაარსის) წერილს, რაც ამ ნაწილში ასევე თ-----------ის სარჩელის დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძველია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

 

7.13. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ-----------ის კერძო საჩივარი და თ-----------ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე, შეჩერდა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითრების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ--–-------------------–----–--------------ს მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 მარტის Nკ784 ბრაძანების მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თ-----------ეს კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი ბავშვი, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა და მისი პირვანდელი თანამდებობა დაკავებული არ არის, არსებობს წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ-----------ის კერძო საჩივარი და თ-----------ის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე, შეჩერდა ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითრების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ--–-------------------–----–--------------ს მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 18 მარტის Nკ784 ბრაძანების მოქმედება.

სსს კოდქესის 199.1. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით,2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე.

 

მოპასუხე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 33.1-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თ-----------ის სარჩელი ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. შეწყდეს საქმის წარმოება ქუთაისის მ----–----–-------- მერის N------ ბრძანების (2018 წ 08/06) -ქ.ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის-თამარ მინაძის მიმართ-დისციპლინური სახდელის დადების-,,საყვედურის" გამოცხადების შესახებ - ბათილად ცნობის;

- ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის-შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტრული ერთეულის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების მიერ ჩატარებული ზეპირი მ--------------------- ოქმის ბათილად ცნობის;

-დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ №32----- (18/03/2019) დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ქ--–-------------------–----–--------------ს № კ---- (18/03/2019) ბრძანება -ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

4. თამარ მინაძე დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნეს ქ--–-------------------–----–--------------ის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.

 

5. დაეკისროს ქ--–-------------------–----–--------------ას-თამარ მინაძისათვის განაცდურის თვეში 1200 (ათას ორასი) ლარის-ხელზე ასაღები ხელფასის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების თარიღიდან მის აღდგენამდე.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

8. მხარეები სახ. ბაჟის გადახისაგან გათავისუფლებული არიან.

 

9. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების სხვა პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე მ--–---- ჩ--------