1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა 1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. 3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. 4. დისკრიმინაციად(ამოღებულია (მათ- შორის,29.09.2020, სექსუალურ№7177) შევიწროებად). მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. 41. სექსუალურ(ამოღებულია შევიწროებად- მიიჩნევა29.09.2020, პირის№7177) მიმართ. არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. 5. დისკრიმინაციად(ამოღებულია არ- ჩაითვლება29.09.2020, პირთა№7177) განსხვავების. აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. 6. შრომითი(ამოღებულია ურთიერთობისას- მხარეებმა29.09.2020, უნდა№7177) დაიცვან. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. 7. აკრძალულია(ამოღებულია დასაქმებულისთვის- შრომითი29.09.2020, ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.№7177).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1159)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 1159-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1606-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2026
2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმადაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქმე №ას-529-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, შრომის კოდექსის პირველ, მე-2 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის კანონიერება, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ისე უნდა განაწილდეს როგორც ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას ხდება.
საქმე №ას-860-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „შრომის კოდექსის” მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე.
საქმე №ას-53-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2026
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების…
საქმე №ას-119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-1382-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2026
საქმე №ას-58-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
საქმე №ას-765-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-549-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
საქმე №ას-801-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2025
საქმე №ას-27-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2025
საქმე №ას-1552-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
საქმე №ას-159-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
საქმე №ას-877-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
საქმე №ას-1179-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2025
საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
საქმე №ას-1454-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
საქმე №ას-1290-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
საქმე №ას-1063-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
საქმე №ას-1525-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2024
საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
საქმე №ას-549-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2024
საქმე №ას-67-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქმე №ას-54-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2024
საქმე №ას-1033-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-1301-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2024
საქმე №ას-1540-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
საქმე №ას-1470-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
საქმე №ას-1043-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2024
საქმე №ას-645-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-921-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2024
საქმე №ას-428-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2023
საქმე №ას-904-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2023
საქმე №ას-928-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1159-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…ნაწილის შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
მომჩივანი მიუთითებს შრომის კოდექსის მე-2, მე-14 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემული საქვეანგარიშო თანხების ნაწილი დახარჯულია ძირითად საშუალებებზე.
…ოპტიმიზაციაში მხარდაჭერა და კვების უსაფრთხოების ტრენინგი. შრომითი ურთიერთობის დროს კი ის წარმოადგენდა შეფ-მზარეულს და 2021 წლის ივნისში მასთან შეწყვეტილია შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი დოკუმენტიც მოწოდებული გვაქვს. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
…მომსახურება გადაკვალიფიცირდა და ზემოაღნიშნული პირები ჩაითვალა საწარმოს დაქირავებულ პირებად და მასზე ანაზღაურებული თანხები კი ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა 20% განაკვეთით. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
…თუ რატომ არ ჩაითვლება საწარმოსა და პირთა შორის არსებული ურთიერთობა შრომით სამართლებრივად: შრომით სამართლებრივად ურთიერთობის მიჩნევისთვის აუცილებელია მოცემული ურთიერთობა აკმაყოფილებდეს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დებულებებს. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 2, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-2/