მუხლი 8. დაცვის ან მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებები
თავი II — შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება იმ პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც, ჩვეულებრივ, აღიარებულია, რომ, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური პასუხისმგებლობის, სოციალური ან კულტურული სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დაცვას ან მხარდაჭერას საჭიროებენ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1016-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
…47-48; 30.12.2017წ. წერილი, ტ. 1, ს.ფ. 54-56; ჩაბარების დასტური, ტ. 1, ს.ფ. 51). 27. ბანკმა 2017 წლის 03 იანვარს მოპასუხის ანგარიშზე 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადარიცხა, იანვრის თვის ანგარიშში, ხელშეკრულების 6.4 და 8.1 მუხლების შესაბამისად, დირექტორის მხრიდან კონკურენციის არგაწევის პირობის შესრულების სანაცვლოდ (იხ. 13.01.2017წ. საგადახდო დავალება, ტ. 1, ს.ფ. 53; მხარეთა…
საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
…უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე და
საქმე №ას-1027-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
…ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შრომის კოდექსის დასახელებული ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროისათვის შესაბამისად, 48. 8-ე და 58-ე მუხლებია, რადგან სშკ-ის 29.09.2020წ N 7177 ცვლილებები ამოქმედდა 05.10.2020 წლიდან), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1 (მოვალის…
საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
…უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი…
…სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლებით; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8, მე-14 მუხლებით; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1949 წლის №95 კონვენციით „შრომის ანაზღაურების…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 8, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია