1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება).
2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3826 – ვებგვერდი, 14.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (27.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები 1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეარიძან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიყვანენ:ბა დამ დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, დრომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება). 2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. 3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. 4. კოლექტინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დამსაქმებულთა გაერთლიანება და დამსაქმებეული. 5. კაროლექტი II. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ავნ მეტი II. შროდამსაქმებელი ან ერთი უან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთობი ან მეტი დას წარქმოშოებულთა გაერთიანება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(97)
საქმე №ას-1152-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…შპს „მ.ქ“-ს მენეჯერის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, შპს „მ.ქ“-ს შრომის შინაგანაწესის მე-2 მუხლის, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1; 2.6; 2.15 ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის 2,3 ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. მოსარჩელემ 2019 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით მიმართა მოპასუხეს და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5…
საქმე №ას-346-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
…შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე კი, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის პირადად ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.…
საქმე №ას-686-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…შესახებ შეთანხმებით - 5 625 ლარი გადასახადების ჩათვლით. 3.8. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თარგმანში სადავო სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები არასწორად არის თარგმნილი, კერძოდ, მე-3 მუხლის სახელწოდებაა „გადახდები“ (და არა თარგმანში მითითებული "ანაზღაურება") ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სახელწოდებაა „ანაზღაურება“ (და არა შრომის ანაზღაურება,…
საქმე №ბს-508(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
…კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით (წერილები, ხელშეკრულებები და ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება), რომლებიც გაცემულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი დამსაქმებლის, სს „ს...ის“ მიერ, დგინდება, რომ მ. ქ-ას დამსაქმებელთან დადებული შრომითი…
საქმე №ას-1118-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
…შეტანას, რომლის გათვალისწინებითაც პარლამენტის მიერ 2019 წლის 11 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აღნიშნული კანონის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, 2020 წლის 1 თებერვლიდან განხორციელდა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა…
საქმე №ას-907-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2022
საქმე №ას-267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 3, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია