წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე ენაზე, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ შრომით ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა შრომითი ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-1299(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2025
…გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უარი თქვა ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ვადების ათვლა უნდა მომხდარიყო მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 07.08.2018 წლის…
საქმე №ას-1457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
…საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით დისკრიმინაციის ცალკე ფორმად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა 2019 წელს, კერძოდ, სშკ-ის მე-2 მუხლში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ამასთან, 2019 წლის ცვლილებებით, მე-13 მუხლს დაემატა 31 პუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის…
საქმე №ას-881-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…გულგრილობის, დაუდევრობის, ასევე სკოლის მოთხოვნებთან და მითითებებთან შეუსაბამო ქმედების შესახებაც გადაწყვეტილებას მმართველი კომიტეტი მიიღებდა. თანახმად კავკასიის ფრანგულის სკოლის 2014 წლიდან მოქმედი შინაგანაწესის 17.14 მუხლისა და შრომის კოდექსის მე-13 მუხლისა, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, კრებას დასწრებოდა სკოლის ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელსაც ის აირჩევდა თავისი სურვილით. 7.6. ა(ა)იპ კავკასიის…
საქმე №ას-958-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
…№05/ს ბრძანებით ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ №40 ფილიალის გამგეს თ.ლ–ს დაეკისრა დისციპლინური სასჯელი - მკაცრი გაფრთხილება. 9.2. 2020 წლის 5 მარტის №05/ს ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა - საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლი, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” წესდების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტები, ა.(ა).ი.პ.…
საქმე №ას-949-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2021
…ვითარებას. 27. საქართველოს შრომის კოდექსის (2018 წელს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ანაზღაურებადი შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობას. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულების…
საქმე №ას-1691-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
საქმე №ას-267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
საქმე №ას-57-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება № 34134 2014 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 13, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-13/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია