1. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: #
ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;
ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;
ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;
ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;
ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;
კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.
2. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს დასაქმების შესახებ ცნობა. ეს ცნობა უნდა შეიცავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა შრომითი ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და ერთ შრომით ხელშეკრულებად მიიჩნევა.
5. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის მომდევნო შრომითი ხელშეკრულებით.
6. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც ერთსა და იმავე პირობას ეხება, უპირატესობა ენიჭება ბოლო შრომით ხელშეკრულებას.
7. ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(61)
- საქმე №ას-1290-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
…მოპასუხეს ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 333.1 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სშკ-ს 2.1, 14.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 41.1 და 41. მუხლების საფუძველზე წარმატებული იყო. 10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორად დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის მოსარჩელის…
- საქმე №ას-415-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…გარეშე შვებულებით - 160 დღით (იანვარში - 31 დღით, თებერვალში - 28 დღით, მარტში - 31 დღით, აპრილში - 30 დღით, მაისში - 31 დღით, ივნისში - 7 დღით, ნოემბერში - 2 დღით (9 და 12 ნოემბერი)). 15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაო დრო და დასვენების დრო. ამავე კოდექსის 31-ე…
- საქმე №ას-1032-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2023
…თუ არა მოსარჩელის მიერ სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილება, შესრულდა თუ არა კონკრეტული მოცულობის სამუშაო და სანაცვლოდ გაიცა თუ არა შრომის კუთვნილი და შეთანხმებული ანაზღაურება (ბონუსი). 5.15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, ასევე ამავე კოდექსის 44-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა…
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
…სშკ ან ორგანული კანონი) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება“, მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის „ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ…
- საქმე №ას-584-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2023
…სშკ ან ორგანული კანონი) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება“, მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის „ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ…
- საქმე №ას-73-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2023
- საქმე №ას-1074-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-817-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-140-140-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.08.2018
- საქმე №ას-930-892-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2015
- საქმე №ას-271-262-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2012
- საქმე №ას-404-377-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
- საქმე №ბს-63-63(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2008
- საქმე №330210016001350376 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330210017001845260 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.04.2020
- საქმე №330210018002332882 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №190210017002070005 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №050210018002417646 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №010210018001414596 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330210016001377915 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №010210118002080587 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2018
- საქმე №080210015001113494 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №330210015002105984 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №010210016001559369 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2018
- საქმე №330210017001845282 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.03.2020
- საქმე №190210018002482428 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.03.2020
- საქმე №080210019003198732 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330210019003110865 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.02.2020
- საქმე №330210019003094116 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330210019002930585 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №190210019003052701 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №010210018002647840 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №330210017002174760 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №330210018002770996 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330210017002184620 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210017002143566 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.03.2019
- საქმე №330210019002822956 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 61-დან.