1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(55)
- საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…ობიექტი გაიხსნა და მან ფუნქციონირება დაიწყო 2022 წლის 28 დეკემბრიდან; 6.10. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2023 წლის 19 მარტის ბრძანების თანახმად, დასაქმებული 2023 წლის 20 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე; 6.11. დამსაქმებლის მიერ მიღებული 2023 წლის 19 მარტის ბრძანება, დასაქმებულს ოფიციალურად არ…
- საქმე №ას-208-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…ხელფასი 147 ლარის ოდენობით. 1.14. მოსარჩელემ ითხოვა კომპანიისგან გათავისუფლების მიზეზის განმარტება. 2023 წლის 06 მარტს მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია გამოსაცდელი ვადა ( შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი). 1.15. მოსარჩელეს მიჩნია, რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, შესაბამისად, ითხოვს ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენსაციისა…
- საქმე №ას-1124-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (შდრ. იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.). 15. საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი…
- საქმე №ას-555-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
…შპს,,დ.ს–ის“ დეველოპერის დ.პ–ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის გაუვლელობის გამო, შპს,,დ.ს–ისა“ და დ.პ–ს შორის არსებული 2022 წლის 18 აპრილის შრომითი ხელშეკრულების 2.4. ქვეპუნქტის, 8.1. ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე, შეწყდა შრომითი ურთიერთობა შპს „დ.ს–ის“ დეველოპერ დ.პ–თან 2022 წლის 07 ივნისიდან. 4. დამსაქმებლმა 2022 წლის 20…
- საქმე №ას-848-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2024
…897.43 ლარი)). 7. 2022 წლის 3 ივნისს მოსარჩელეს ჩაბარდა მოპასუხის N30/05/2022-01 ბრძანება გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი (დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი…
- საქმე №ას-1064-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
- საქმე №ას-395-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2023
- საქმე №ას-55-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2022
- საქმე №ას-598-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-817-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1327-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2019
- საქმე №ას-420-400-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2015
- საქმე №ას-671-638-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2015
- საქმე №ას-333-318-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2015
- საქმე №ას-110-103-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
- საქმე №ას-930-892-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2015
- საქმე №ას-486-460-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2014
- საქმე №ას-18-18-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2014
- საქმე №ას-404-377-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
- საქმე №330210017001969576 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330210017001845260 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.04.2020
- საქმე №330210018002721872 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.12.2019
- საქმე №330210018002332882 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №160210018002288149 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №330210016001463192 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №190210017002070005 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №080210017001824415 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №010210118002080587 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2018
- საქმე №080210015001113494 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №330210015002105984 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №330210014566482 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №010210016001559369 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2018
- საქმე №190210018002482428 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 06.03.2020
- საქმე №080210018002788987 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №330210019003110865 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.02.2020
- საქმე №330210019002930585 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №190210019003052701 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №010210018002647840 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №330210017002174760 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №150210018002779124 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 10.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.