1. დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
2. დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
3. დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
6. დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. თუ დასაქმებული დამსაქმებლისგან არ მოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
8. სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
9. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(191)
- საქმე №ას-955-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა (დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) და „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება) გათვალისწინებული გარემოებები. ასევე, უნდა შეფასდეს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად…
- საქმე №ას-1430-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…განცხადების დაწერიდან ერთი თვის განმავლობაში აღადგენდნენ იმავე თანამდებობაზე, რაც ურთიერთსაწინააღმდეგოა. 26. ამდენად, კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და 2024 წლის 18 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება. 27. საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის…
- საქმე №ას-1243-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…დაკავშირებით გაკეთებული ქონდა არა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არამედ მოსამზადებელ ეტაპზეც. 7.6. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინება, სადაც საკასაციო სასამართლომ განიხილა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის შინაარსი და აღნიშნა, რომ დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30…
- საქმე №ას-1373-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…აღნიშნული მიმართულების კომპლექსურად გამართვას; 6.12. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის N01/82 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის, 48–ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს…
- საქმე №ას-1583-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…დასაქმებული გათავისუფლდა N2 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის დიდი ტევადობის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლის თანამდებობიდან (საფუძველი - საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის 47.1 მუხლის,,ო“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 48.2 მუხლის შესაბამისად 2 თვის კომპენსაცია მიეცა და მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 11 ოქტომბრიდან შეწყდა. ზემოაღნიშნული ბრძანება…
- საქმე №ას-1152-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1594-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ას-1441-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ას-310-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1147-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1105-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-549-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №ას-40-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
- საქმე №ას-858-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ას-943-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ას-118-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
- საქმე №ას-802-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №ას-209-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-272-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ას-65-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2025
- საქმე №ას-311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ას-304-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
- საქმე №ას-1165-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-54-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №ას-1106-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
- საქმე №ას-632-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2025
- საქმე №ას-865-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2025
- საქმე №ას-31-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2025
- საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
- საქმე №ას-48-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-493(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ას-1179-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №ას-1180-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
- საქმე №ას-1585-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
- საქმე №ას-685-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 191-დან.