1. დასაქმებულს, დამსაქმებელს უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნას გაერთიანება ან/და გახდეს სხვა გაერთიანების წევრი.
2. დამსაქმებელთა გაერთიანებას, დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვს, შეიმუშაოს საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნას მართვის ორგანოები, აირჩიოს წარმომადგენლები და წარმართოს თავისი საქმიანობა.
3. დამსაქმებელთა გაერთიანებას, დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვს, შექმნას ფედერაცია, კონფედერაცია და გაერთიანდეს მასთან. აღნიშნულ გაერთიანებას, ფედერაციას, კონფედერაციას უფლება აქვს, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას, დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-930-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
…14 სექტემბერს დაანონსებული გაფიცვა და სამუშაო პროცესიდან გამოთიშვა დამსაქმებლისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. ამდენად, გაფიცვა, რომლის შესახებაც ცნობილია დამსაქმებლისთვის, საქართველოს შრომის კოდექსის 36.1 36.2.ა, 49.1, 49.9, 52.1 მუხლების შესაბამისად, დისციპლინური ღონისძიებების გატარების საფუძველი არ არის. ამასთან, სადავო პერიოდისთვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6…
საქმე №ას-422-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…არამედ მან გარკვეული რეაგირება მოახდინა, რაც გამოიხატა კომპანიის კორპორატიული და საცალო ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსის მხრიდან ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკების წარმოებასა და ამ მიზნით შეხვედრის შეთავაზებაში. 15. საქართველოს შრომის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და…
საქმე №ას-358-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
…დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. ხოლო მე-9 ნაწილის თანახმად, გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი…
საქმე №ას-1244-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
…დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, ხოლო მე-9 ნაწილის თანახმად, გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი…
…თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 52, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-52/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია