1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, მისი პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით.
2. წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დასაქმებულთა გაერთიანების მიერ განსაზღვრული წესით.
3. დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
4. დასაქმებულთა გაერთიანების წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას წარმომადგენლობის უფლება მიანიჭეს.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-1598-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2023
…(იხ. სუსგ №ას-302-287-2016, 15.07.2016 წ.). 3.13. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სპეციალური კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ,…
საქმე №ას-1105-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
…იმ დაშვებითაც, რომ დირექტორსა და მძღოლს (სამართალდამრღვევს) შორის თხოვების ხელშეკრულება მართლაც დაიდო, ეს თხოვება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. აპელანტმა სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილზე და 56 მუხლის მე-4 ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.9 ქვეპუნქტი) მითითებით განმარტა, რომ აუცილებელია დირექტორის ფიდუციური მოვალეობის დარღვევა ვლინდებოდეს, რაც მოცემულ…
…არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. 2006 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც გამოქვეყნდა 2006 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს _ 2006 წლის 5 ივლისს. კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, შრომის კოდექსის VII თავი აწესრიგებს შრომის ანაზღაურების საკითხს, რომლის 31.3. მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი…
…რომლებიც შედიოდა მუნიციპალიტეტების შემადგენლობაში - დაქვემდებარებაში. 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე (სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ კანონის ძველი რედაქცია, კერძოდ, 2014 წლის 11 აგვისტოს ცვლილება N2-------, 56-ე მუხლის პირველი პუნქტი), მუნიციპალიტეტების შემადგენლობიდან გამოიყო სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და 2015 წლის 10 იანვრიდან შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 56, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-56/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია