1. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეს განათლების, მეცნიერების ან კულტურის სფეროში მომუშავე დასაქმებულს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი XIV.დავა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
მთავარი მონაცემები
ვადა6 თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ას-1242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…წარდგენის ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, 2020 წლის 2 მარტის N219-კ ბრძანება, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მხარეთა შეთანხმებაა. ამასთან, 2020 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების თაობაზე, თუმცა უფლების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხა 2020 წლის 31…
საქმე №ას-617-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2023
…არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზრაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპი იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის კოდექსის 60.1 მუხლის მოქმედი რედაქციით (ამოქმედდა 2020 წლის 08 ოქტომბრიდან) გათვალისწინებული თანხა - „შრომის ანაზღაურება“ კი არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ…
საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…ყოველ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. კანონმდებლობით დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება, გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. შრომის კოდექსის მე-60 მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 46.3 მუხლი) უშვებს შრომითი უფლების შეზღუდვას, რაც განპირობებულია დამსაქმებლის ინტერესით, კერძოდ კი მისი…
საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.09.2022
…რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა ყოფილი დამსაქმებლის ინფორმირება კონკურენტ კომპანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით. 18. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ის სადავო დათქმა შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 43.3. მუხლი) დანაწესთან და არ აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლოს…
საქმე №ას-1197-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
…მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რითაც მას შეეზღუდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევის პროცესუალური უფლება. 3.2. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი შეზღუდვის არსებობის ფაქტი, თუმცა უარყო დასაქმების შეზღუდვის პერიოდში კონკურენტი დამსაქმებლისგან 2018 წლის…
საქმე №ას-529-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-657-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 60, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-60/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია