მუხლი 53. დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა
თავი XI — გაერთიანების თავისუფლება
1. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:
ა) დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ამ გაერთიანებიდან გასვლის სანაცვლოდ;
ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
2. სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულმა დასაქმებულთა გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დამსაქმებელთან შეთანხმებით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ბს-925(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…მსგავსად, უგულებელყო და დაუსაბუთებლად დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ. ა-ა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად 31–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება არსებული შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.…
საქმე №ბს-864(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…ის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მიღებული 25.05.2006წ. შრომის კოდექსით (31.3 მუხ.) დასაქმებულის მსგავსი უფლება იქნა გათვალისწინებული, არ ადასტურებს ნ.გ-ის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 25.05.2006წ. შრომის კოდექსის 53-ე მუხლით დადგინდა კოდექსის გავრცელება არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებზე, მათი წარმოშობის დროის მიუხედავად. აღნიშნული დანაწესი არ გულისხმოდა…
საქმე №ას-1283-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
…შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლი), სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 51-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და 53-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო თანამშრომელთა სამსახურებრივი…
საქმე №ას-988-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019
…ყოველ დღეზე 0.28 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 9.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2, მე-6, 31-ე, 32-ე, 37- 38-ე, 44-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით. 10. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი 10.1. ზესტაფონის რაიონული…
საქმე №ას-1867-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
…საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 134-ე მუხლებით; საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 31-ე, 53-ე მუხლებით; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის N71/ნ ბრძანებით. 4.4 რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულს…
საქმე №ას-1937-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 53, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-53/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია