ა) მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება;
ბ) მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი;
გ) მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
დ) ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავა უნდა გამორთოს;
ე) იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.12.2013).
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესებისაგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მოქმედებს შემდეგი წესები: ა) მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება; ბ) მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი; გ) მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს; დ) ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავა უნდა გამორთოს; ე) იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.