2. გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი გზის სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.

3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.

4. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა ან/და გაჩერება (გარდა 5.16 საგზაო ნიშნითა და 1.17 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ადგილისა) მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1718 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4387 – ვებგვერდი, 30.07.2024