1. მიწისქვეშა გვირაბში მუდმივად მომუშავე ტრანსპორტის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს.
2. ობიექტის გვირაბში დასაშვებია გარეშე ორგანიზაციის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლა იმ შემთხვევაში, თუ შემუშავებული და გათვალისწინებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. ღონისძიებები უნდა დამტკიცდეს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ და მათი შესრულება სავალდებულოა გარეშე ორგანიზაციის პირთათვის ობიექტზე ყოფნის დროს.
3. ობიექტზე ტრანსპორტის მოძრაობა გათვალისწინებული უნდა იქნეს მოძრაობის მარშრუტის სქემის მიხედვით, მოსახვევების, გაჩერებების, შესასვლელებისა და გამოსასვლელების აღნიშვნით. სატრანსპორტო გვირაბის გადაკვეთის ადგილებში მიღებული უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ზომები.
4. მიწისქვეშა პირობებში ამწე-სატრანსპორტო მანქანების (ელექტროსატვირთველი, ელექტროურიკა, შტაბელერი, ელექტროსაწევი და სხვ.) ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მათი ქარხანა-დამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს.
5. ობიექტზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე აღნიშნული უნდა იყოს ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის დადგენილი მაფრთხილებელი ნიშნით.
6. გვირაბში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დასაშვები სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-