1. ობიექტზე პერიოდულად, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, უნდა შემოწმდეს გვირაბის სამაგრების მდგომარეობა.

2. სამაგრის გარეშე გამოყენებულ გვირაბში  პერიოდულად უნდა მოხდეს ჭერის და გვერდების მდგრადობის შემოწმება, ხოლო აუცილებლობისას – აშრევებული ქანის ჩამოყრა. აშრევებული ქანის ჩამოყრა უნდა მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.

3. გვირაბის სამაგრის, ჭერის და გვერდების შემოწმება დამთვალიერებელთა,  პაციენტების მარშრუტის მიხედვით, აგრეთვე, მათი დროებითი ყოფნის ადგილებში, უნდა მოხდეს  ობიექტზე დაშვების წინ.

4. გვირაბის ჭერიდან და გვერდებიდან აშრევებული ქანის ნატეხების, აგრეთვე, დარღვეული სამაგრების აღმოჩენისას, ასეთ უბნებზე სამუშაოები (ადამიანების ყოფნა) უნდა  შეჩერდეს. სამუშაოს განახლება დასაშვებია მხოლოდ გვირაბის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანის და სათანადო დასკვნის შემდეგ.

5. გვირაბის გადამაგრებისას გამოყენებული მასალა და ნაკეთობა უნდა შეესაბამებოდეს გვირაბის გამაგრების პასპორტის მონაცემებს.

6. გვირაბის გადამაგრებისას გვირაბის სამაგრის უკან სიცარიელეს წარმოქმნისას ის უნდა ამოიყოროს, ხოლო იმ გვირაბში, რომელიც საშიშია აირების შრისებრი დაგროვების მხრივ, უნდა მოხდეს სამაგრის უკან სიცარიელეს დატამპონება. დაუშვებელია გვირაბის ცეცხლმედეგი სამაგრის უკან სიცარიელეს შესავსებად წვადი მასალის გამოყენება.

7. გვირაბის დეფორმირებული უბნების სამაგრი კონსტრუქციის გამოტანა უნდა მოხდეს მექანიზებული წესით ან აფეთქებით.

8. გვირაბში მოწყობილობის გადატანის, მონტაჟის, აგრეთვე, სამაგრის დეფორმაციის ან მისი დეტალების დაკარგვის შედეგად მწყობრიდან გამოსული სამაგრი უნდა იქნეს აღდგენილი ან შეცვლილი.

9. გვირაბის  ჭერში ან გვერდებში ბზარების წარმოქმნისას მათზე ტექნიკური ზედამხედველის მიერ დაწესებული უნდა იქნეს მეთვალყურეობა მასივის საშიში დეფორმაციის განსაზღვრის უზრუნველმყოფი “ნიშნულების” ან სხვა საშუალებების დახმარებით.

10. ჩამონაქცევიდან ქანის აღება და სამაგრის აგება უნდა მოხდეს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, რომელსაც ხელმოწერით უნდა გაეცნოს  ამ სამუშაოებით დაკავებული პერსონალი და ტექნიკური ზედამხედველი.

11. გვირაბის განივი კვეთის გადიდების ან უვარგისი სამაგრის შეცვლის მიზნით გვირაბის გადამაგრებისას აკრძალულია ერთდროულად ორზე მეტი ჩარჩოს (თაღის) ამოღება. ამოსაღები ჩარჩოების (თაღების) წინა და უკანა ჩარჩოები (თაღები) დროებით უნდა გაძლიერდეს განმბჯენებით ან ბაგირებით და ჩაიკეროს.

12. აკრძალულია გვირაბის გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების ადგილების შემომღობავი შუქსიგნალების და მაფრთხილებელი ნიშნების მოხსნა სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე და სავალი გზის მდგომარეობის შემოწმებამდ