1. ობიექტზე მიწისქვეშ სამუშაოდ დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს რეგლამენტს, აგრეთვე, მიწისქვეშა სამუშაოებთან დაკავშირებულ საწარმოო და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.
2. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და სწავლება უსაფრთხოების ტექნიკაში, ხანძარქრობის მეთოდებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით. ინსტრუქტაჟი უნდა ჩაატაროს ობიექტის ტექნიკურმა ზედამხედველმა და დააფიქსიროს ჟურნალში.
3. მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს სამუშაო ადგილიდან ზედაპირზე მთავარი და სათადარიგო გასასვლელები.
4. მომსახურე პერსონალი სამუშაო ადგილზე მუშაობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეს გვირაბის ჭერის, გვერდების და სამაგრების უსაფრთხო მდგომარეობაში, აგრეთვე, დამცავი საშუალებების, ვენტილაციის გამართულობაში. გვირაბში, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, აკრძალულია ადამიანების ყოფნა, აგრეთვე, იმ სამუშაოების წარმოება, რომლებიც არ არის დაკავშირებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან.
5. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, აგრეთვე, ტექნიკური მოთხოვნების შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.
6. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩაჩქანით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.
7. სამეცნიერო დაწესებულების, სამშენებლო, სამონტაჟო და სარემონტო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვირაბში დაიშვებიან მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე, უსაფრთხოების ტექნიკაში შესაბამისი ინსტრუქტაჟის და ქცევის წესების გაცნობის შემდე