1. მანქანის, მექანიზმისა და დანადგარის ყველა ღია მოძრავი ნაწილი (ქუროები, გადაცემები, ბორბლები და სხვ.) საიმედოდ უნდა იყოს შემოღობილი დამცავი ზღუდარით, რაც გამორიცხავს ადამიანების ტრავმირების საშიშროებას.

2. ელექტროენერგიის მიწოდების უეცარი შეწყვეტისას მანქანის, მექანიზმის და დანადგარის მოძრაობაში მომყვანი ძრავას გამორთვა ქსელიდან უნდა მოხდეს  მინიმალური ძაბვის დაცვით და მომსახურე პერსონალის ჩარევით.

3. აკრძალულია გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი მანქანის, მექანიზმის და დანადგარის ობიექტზე გამოყენება, აგრეთვე, მუშაობის დროს მათი გაწმენდა და შეზეთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სპეციალური მოწყობილობა.

4. მანქანის, მექანიზმის და დანადგარის ამუშავებისას და მუშაობის  დროს დაცული უნდა იქნეს მომსახურე პერსონალის სრული უსაფრთხოება. მათი  გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს.

თავი IV

გვირაბის შენახვა,  ვენტილაც