1. გვირაბის გასანიავებლად საჭირო ჰაერის რაოდენობა განსაზღვრული უნდა იქნეს ნახშირორჟანგის, მიწისქვეშა სამუშაოებზე ერთდროულად დაკავებული ადამიანების მაქსიმალური რიცხვის, შიგაწვისძრავიანი მოწყობილობის გამოყენებით გამონაბოლქვი აირების მავნე კომპონენტების და ტოქსიკური და მავნე აირების სხვა შესაძლო გამოყოფის მიხედვით, აგრეთვე, ჰაერის მოძრაობის მინიმალური სიჩქარის მიხედვით.
2. ჟანგბადის შემცველობა (მოცულობითი) იმ გვირაბის ჰაერში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები, უნდა შეადგენდეს, სულ ცოტა, 20%-ს, ხოლო მავნე აირების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წესით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ სიდიდეებს.
3. ობიექტის სათავსებში სამუშაო ადგილებზე ჰაერის შედგენილობის გასაკონტროლებლად ჰაერის სინჯის აღება უნდა მოხდეს სამაშველო სამსახურის მიერ, ამ უკანასკნელთან შეთანხმებული და ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით.
4. ჰაერის სინჯის აღებასთან ერთად უნდა წარმოებდეს ჰაერის ხარჯის, ტემპერატურის, აგრეთვე, გვირაბში მავნე აირების საშუალო კონცენტრაციის გაზომვა. გვირაბის აირსიუხვის განსაზღვრა უნდა მოხდეს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად.
5. სამანქანო და სატრანსფორმატორო კამერების განიავება უნდა მოხდეს სუფთა ჰაერის ჭავლით. ამასთან, 6 მ-მდე სიგრძის კამერის განიავება დასაშვებია დიფუზიის ხარჯზე, მასში არანაკლებ 1.5 მ სიგანის შესასვლელის დროს. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი კამერის მოწყობა დასაშვებია გამომავალ ჭავლზე იმ პირობით, რომ მავნე აირების შემცველობა არ აღემატება დადგენილ ნორმებს.
6. 10 მ-ზე მეტი სიგრძის ჩიხური გვირაბის განიავება დიფუზიით აკრძალულია.
7. დანადგარს, რომლის ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება მტვერი,უნდა ჰქონდეს გამართულად მოქმედი ამტვერების საწინააღმდეგო (მტვერსაჭერი)მოწყობილობა.
8. სავენტილაციო მოწყობილობის (კარი, ზღუდარი, კროსინგი, რაბი), ადგილობრივი განიავების ვენტილატორების განლაგებაში, სავენტილაციო ჭავლების მიმართულებასა და ხარჯში მომხდარი ცვლილებები უნდა აღინიშნოს განიავების სქემაზე 24 სთ-ის განმავლობაში.
9. განიავების სქემაზე დატანილი უნდა იქნეს ვენტილატორის დაყენების ადგილი, მისი ტიპი, ჰაერის ფაქტობრივი და ნომინალური მიწოდება (მ3/წთ), სუფთა და ნამუშევარი სავენტილაციო ჭავლის მიმართულება, აგრეთვე, ჭაურები, რომელთა მეშვეობითაც ხდება სუფთა ჭავლის მიწოდება და ნამუშევარი ჰაერის გამოშვება ზედაპირზ