1. გვირაბში თხევადი, აირადი და სხვა პროდუქტების (ღვინომასალები, კვების პროდუქტები და სხვ.) ტრანსპორტირებაზე დამოკიდებულებით მილსადენის და საკონვეიერო ტრანსპორტის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს პროექტის მიხედვით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2. მილსადენზე მოწყობილი ონკანები, ვენტილები და სხვა ჩამკეტი მოწყობილობა მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პროდუქციის საჭირო მიმართულებით საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. ჩამკეტი მოწყობილობის ნებისმიერი გაუმართაობა სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
3. აკრძალულია მილსადენის რემონტი, კონვეიერის გაწმენდა და მისი მოძრავი ნაწილების შეზეთვა მათი მუშაობისას, კონვეიერის მეშვეობით ადამიანების გადაყვანა, ხე–ტყის და ზომაზე მეტად გრძელი მასალების გადატანა.
4. ერთ-ერთი კონვეიერის გაჩერების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკონვეიერო ხაზის ყველა სხვა კონვეიერის ერთდროული ავტომატური გაჩერება, აგრეთვე, კონვეიერის ამძრავის ავტომატური გაჩერება ელექტროძრავას, კონვეიერის მექანიკური ნაწილის გაუმართაობისას, დამამიწებელი ძარღვის გაწყვეტისას.
5. თუ გვირაბში საკონვეიერო დანადგარის დახრის კუთხე 60-ზე მეტია, დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო მოწყობილობით.
6. ლენტური კონვეიერის ამძრავ და დამჭიმ, აგრეთვე, ჩამტვირთავ და განმტვირთავ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ადამიანების ტრავმირების თავიდან ასაცილებელი შემოღობვა.
ელექტროტექნიკური მეურნეო