1. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ექსპლუატაციაში მყოფ, აგრეთვე, მშენებარე (რეკონსტრუირებად) ობიექტზე არსებულმა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობამ და ხანძარქრობის საშუალებებმა (ხანძარსაწინააღმდეგო პროექტის შესაბამისად) უნდა უზრუნველყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში.
2. ხანძარსაწინააღმდეგო მასალებისა და მოწყობილობის შესანახად ობიექტის გვირაბში და ზედაპირზე (გვირაბში შესასვლელიდან არა უმეტეს 100 მ მანძილზე) მოწყობილი უნდა იყოს საწყობები.
3. აკრძალულიახანძარსაწინააღმდეგო საწყობში მოთავსებული მასალების გამოყენება იმ საჭიროებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ავარიის ლიკვიდაციასთან.
4. ხანძრის ჩასაქრობად წყლის გამოყენებისას სახანძრო სახელოები განთავსებული უნდა იყოს სპეციალურ, დალუქულ ყუთებში.
5. საზეთი და საწმენდი მასალები (ჩვრები, სითხეები, ფხვნილები და სხვ.) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ადგილებზე დადგმულ სახურავიან ლითონის ტარაში (კასრი, ბიდონი, ყუთი). გამოყენებული ტარის ზედაპირზე გატანა უნდა მოხდეს ყოველდღიურა