1. გვირაბში სანიტარულ-საყოფაცხოვრებო სათავსების, სანკვანძების მოწყობის აუცილებლობა, აგრეთვე, საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხერხები დაბინძურების ხასიათზე და კატეგორიაზე დამოკიდებულებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ობიექტის პროექტით.
2. ობიექტიდან ზედაპირზე ამოტუმბულ წყალს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაუტარდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
3. ობიექტი საიმედოდ უნდა იქნეს დაცული ზედაპირიდან მიწისქვეშა სათავსებში წყლის მოხვედრისაგან. ზედაპირული წყალჩასადინარები (ხრამები და სხვ.) გადაღობილი უნდა იყოს ზედაპირული წყლების აცილების და მიწისქვეშა სათავსებში მათი შეღწევის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი თხრილებით.
4. მიწისქვეშა წყაროს წყლების ვარგისობა სამეურნეო-სასმელი საჭიროებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სანიტარული ნორმების შესაბამისად.
არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობე