1. საშახტო მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარი მოთავსებული უნდა იყოს ჭაურმიმდებარე ეზოში სპეციალურად მოწყობილ სატუმბო კამერაში. დანადგარი უნდა უზრუნნელყოფდეს წყლის მაქსიმალური მოდინების ამოტუმბვას.

2. წყალამოსაღვრელი დანადგარის ნორმალურ რეჟიმში მუშაობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ამოტუმბვას ისე, რომ არ მოხდეს დატბორვა.

3. წყალამოსაღვრელი დანადგარი უნდა შედგებოდეს მუშა და ერთი სათადარიგო ტუმბოსაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფ მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, შახტს უნდა გააჩნდეს დამატებითი სატუმბი დანადგარები.

4. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სატუმბო კამერა უნდა უერთდებოდეს შახტის ჭაურს (დახრილი სასვლელით), ჭაურმიმდებარე ეზოს (სასვლელით), წყალსაკრებს (წყლის მოდინების რეგულირების მოწყობილობის საშუალებით).

5. სითხის (წყლის ან პულპის) დაწნევისას, საჭირხნი მილსადენების მაერთებელი მილტუჩების ირგვლივ უნდა გაკეთდეს დამცავი ფარები  სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

6. თუ წყალამოსაღვრელი დანადგარი არ არის აღჭურვილი ავტომატური მართვის მოწყობილობით, მას უნდა ემსახურებოდეს კვალიფიციური ზეინკალ