1. საქართველოს ნახშირის საბადოებზე მოქმედ, მშენებარე და დასაპროექტებელ შახტებში გამოყენებული უნდა იქნეს ნახშირის მოპოვების ტექნოლოგიური სქემები სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიშ შახტში, ნახშირის ფენების (შრეების) დამუშავება უნდა მოხდეს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად და სამთო დარტყმების შესაძლო გამოვლინება გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიის სალიკვიდაციო გეგმის შედგენისას.
3. სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიშ ფენებში ლოკალური და რეგიონული გაჟღენთის ხარისხის კონტროლი საშიშროების კატეგორიის დადგენის მიზნით უნდა განხორციელდეს სტანდარტის შესაბამისად.
4. ნახშირის წყების რეგიონული და ნახშირის ფენის ლოკალური წყლით გაჟღენთა უნდა განხორციელდეს სტანდარტით განსაზღვრული სქემების შესაბამისად.
5. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიში უბნების პროგნოზირების შედეგებისათვის ჟურნალში, ხოლო სამთო დარტყმებთან ბრძოლის ეფექტურობის შედეგები შესაბამისი ჩანაწერებით – ამ მიზნისათვის შექმნილ ჟურნალშ