1. ვერტიკალური და დახრილი გვირაბის ზედაპირი უნდა გადაიხუროს საიმედოდ  დამაგრებული შახტის გადასახური საშუალებებით. ჭაურის ქვედა მონაკვეთს (ზუმპფს) ადამიანების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად უნდა ჰქონდეს შემოღობვა.

2. ვერტიკალური გვირაბის ჰორიზონტალურთან გადაკვეთისას ადამიანების გადასასვლელად გაყვანილი უნდა იქნეს შემომვლები გვირაბი. გასასვლელის მოწყობა ნებადართულია კიბის განყოფილების ქვეშ.

3. დახრილი და ციცაბო გვირაბების ჰორიზონტალურ გვირაბთან  შეუღლების ადგილი  უნდა შემოიღობოს და გადაიხუროს მტკიცე თაროთი, ლითონის გისოსით ან სხვა საკმარისად მყარი საფარით, რომელიც მედეგი იქნება ჩამოცვენილი ქანების/საგნების მიმართ.

4. ბადიებით აწევისას ჭაურების ზედაპირთან, როგორც ქვედა, ისე ზედა მიმღებ ბაქანზე მებადიეს დასაყრდნობად დაყენებული უნდა იყოს ტიხრები. თუ შახტის სარქვლის გასაღებად არ გამოიყენება მექანიკური ამძრავი, მებადიეს მუშაობა დამცავი საშუალების გარეშე აკრძალულია.

5. ჭაურების და შურფების კიბის განყოფილება სხვა განყოფილებებიდან იზოლირებული უნდა იყოს სათანადო მყარი ტიხრით.

6. ჭერის ჩამოქცევით სქელი ფენების დამუშავების რაიონში, საწმენდი სამუშაოების დაწყების წინ, ზედაპირზე უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა, რომლის ირგვლივ უნდა მოეწყოს შემოღობვა და დაიკიდოს მაფრთხილებელი ნიშნები. აკრძალულია მომიჯნავე ჩანაქცევებს შორის წარმოქმნილ ყელზე ტრანსპორტის და ადამიანების გადაადგილება. წარმოქმნილი ჩანაქცევები უნდა შემოიღობოს და ამოივსოს.

თავი VI. წყალამოღვ