1. ნახშირის შახტის ლიკვიდაცია და კონსერვაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი პროექტის მიხედვით.

2. შახტის მთლიანი ან ნაწილობრივი ლიკვიდაციისას და კონსერვაციისას ყველა სახის გვირაბი მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვას.

3. აკრძალულია სამაგრის ამოღება იმ უბნიდან, რომელიც უნდა ამოივსოს უწვავი მასალით.

4. ლიკვიდირებული გვირაბის ზედაპირი შემოსაზღვრული უნდა იყოს წყალსარინი თხრილებით ან დატბორვის წინააღმდეგ  მიღებულ უნდა იქნას წყლის აკუმულირების სხვა ადექვატური/საკმარისი ზომები.

5. ვერკტიკალუკრი, დახრილი და ჰორიზონტალური გვირაბების ლიკვიდაცია რომელთაც გასასვლელი აქვს მიწის ზედაპირზე, უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისა