1. საწმენდი სანგრევის ინდივიდუალური სამაგრის ტიპი, კონსტრუქცია და პარამეტრები განისაზღვრება რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი ამოსაღები უბნის პროექტით.
2. მუდმივივი ინდივიდუალური სამაგრი უნდა შედგებოდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, სათანადო გაანგარიშების საფუძველზე დადგენილი, ადექვატური ზიდვის უნარის და ერთი ტიპის ბიგებისაგან.
3. საწმენდი სანგრევის შეუღლება საზიდ (საკონვეიერო) და სავენტილაციო შტრეკებთან (ბრემსბერგი, ქანობი, სასვლელი და სხვ.) გამაგრებული უნდა იყოს გადასატანი მექანიზებული სამაგრით. სამაგრის სხვა გაძლიერებული (სპეციალური) სახეობის გამოყენება როგორც გამონაკლისი დასაშვებია იქ, სადაც გადასატანი მექანიზებული სამაგრის გამოყენება შეუძლებელია. შეუღლების ადგილის სპეციალური სამაგრის კონსტრუქციამ უნდა გაიაროს ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა და აისახოს შესაბამისი ანგარიშით ამოსაღები უბნის პროექტში.
4. დახრილ ფენაში ჭერის დაჯდომის (ჩამოქცევის) სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა სამუშაოების ჩატარების ადგილის ქვემოთ.
5. ლავაში ჭერის დაჯდომისას (ჩამოქცევისას) ხის სამაგრის გამოტანა უნდა განხორციელდეს მექანიზებული წესით ან აფეთქებით.
6. საწმენდ სანგრევში დაუშვებელია გაუმართავი მექანიზებული სამაგრით მუშაობა.
7. პასპორტით გათვალისწინებულ დაჯდომის ბიჯზე მეტად ჭერის ჩამოქცევის დაყოვნებისას გამოყენებული უნდა იქნეს ხელოვნური ჩამოქცევა.
8. აკრძალულია ლავების და საწმენდი კამერების გაუმაგრებელ სივრცეში ადამიანების ყოფნა და საწმენდი სამუშაოების წარმოება, ასევე საწმენდი და ჭერის დასაჯდომი (ჩამოსაქცევი) სამუშაოების ერთდროულად ჩატარებ