1. მუდმივი სამაგრის ჩამორჩენა მოსამზადებელი გვირაბის სანგრევიდან განისაზღვრება რეგლამენტისა და  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი გვირაბის გაყვანა-გამაგრების პროექტით.

2. ტიუბინგის სამაგრის გამოყენებით გვირაბის გაყვანისას შესაძლებელია არ იქნას გამოიყენებული დროებითი სამაგრი.

3. დახრილი გვირაბის გაყვანის, ჩაღრმავების ან რემონტისას გვირაბში მომუშავეები დაცულნი უნდა იყვნენ ვაგონეტების (სკიპების) ან სხვა საგნების ზემოდან ჩამოვარდნის საფრთხისგან მტკიცე დამცავი გადახურვი