1. ნახშირის საწარმოებში სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური, სამთო-ტექნიკური განათლება ან გაიარეს ცოდნის შემოწმება.

2. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციების შემუშავება, სპეციალისტებმა და მუშა პერსონალმა სამუშაოს დაწყებისას ან განსხვავებულ სამუშაოზე გადაყვანისას, საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ დადგენილი პერიოდულობით უნდა გაიარონ სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების სწავლება და ცოდნის შემოწმება.

3. ჩიხურ და სამუშაო ადგილებიდან დაშორებულ გვირაბებში შეიძლება გაგზავნილი იქნეს ერთდროულად, სულ ცოტა, ორი მუშა, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყონ გადასატანი აირმსაზღვრელით ან გააჩნდეთ ჰაერში აირის კონცენტრაციის პერიოდული შემოწმების სხვა საშუალება და პროფესიის მიხედვით გავლილი უნდა ჰქონდეთ  მაგავსი სამუშაოების განხორციელების სწავლება.

4. ისეთი სამუშაოების წარმოებისას, სადაც არსებობს ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის აღჭურვა სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (მცველი სარტყელები ან/და სხვა).

5. იმ სამთო მანქანებისა და დანადგარების მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ელექტროდანადგარების ოპერატიულ ჩართვა-გამორთვასთან და მათ ექსპლუატაციასთან უნდა ჰქონდეთ გავლილი შესაბამისი სწავლება ელექტროუსაფრთხოებაში.

6. აკრძალულია განწესის გაცემა სპეციალისტების მიერ იმ ადგილებზე სამუშაოდ, სადაც დარღვეულია რეგლამენტის მოთხოვნები, გარდა განწესისა, რომელიც ითვალისწინებს ამ მოთხოვნების აღმოფხვრას.

თავი III. მოთხოვნები საშახტო დოკუმენტაციისად