1. შახტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს უნდა გააჩნდეთ რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი:
ა) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები, ნახშირის ფენების დამუშავების ტექნოლოგიური სქემები; სამთო სამუშაოების განვითარების წლიური გეგმა, ვენტილაციის, წყალამოღვრის, ტრანსპორტისა და ელექტრომომარაგების სქემები;
ბ) სამარკშეიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია;
გ) ზედაპირის სიტუაციური გეგმა ყველა ობიექტის და ნაგებობის ჩვენებით;
დ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა.
2. შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები უნდა შეიცავდეს გვირაბების გაყვანა-გამაგრებასთან, ამოსაღები უბნებისა და საწმენდი სანგრევების გახსნასა და მომზადებასთან, საშახტო ამწევ დანადგართან, სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაცია