1. გვირაბის გაყვანა და გამაგრება უნდა მოხდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.
2. გვირაბის გასამაგრებლად გამოყენებული მასალები და ნაკეთობები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პროექტების ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
3. სამთო-გეოლოგიური და საწარმოო პირობების შეცვლისას ამოსაღები უბნის პროექტი და გვირაბების გაყვანა-გამაგრების ანგარიშები უნდა გადაიხედოს დღეღამის განმავლობაში. მანამდე სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გათვალისწინებით.
4. ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების განივი კვეთის ფართობის და სიმაღლის, ასევე გვირაბებში ადამიანების გასასვლელების, მოწყობილობებსა და მოძრავ შემადგენლობას შორის დაშორებების მინიმალური ზომები უნდა სტანდართით განსაზღვრულ ნორმებს.
5. გვირაბის გაყვანის და გადამაგრების სამუშაოების ჩატარებისას, გვირაბის სამაგრის უკან წარმოქმნილი სიცარიელე უნდა ამოივსოს (ამოიყოროს), ხოლო იმ გვირაბში, რომელიც საშიშია მეთანის შრისებრი დაგროვების მხრივ, სამაგრის უკან სიცარიელე უნდა შეივსოს (დატამპონება) არაწვადი მასალის გამოყენებით.
6. სივრცე სანგრევსა და მუდმივ სამაგრს შორის უნდა გამაგრდეს დროებითი სამაგრით. დროებითი სამაგრის მუდმივით შეცვლა უნდა მოხდეს გამაგრების პროექტის ანგარიშის შესაბამისად.
7. სუსტ და არამდგრად ქანებში (ფხვიერი, რბილი, მცურავი, ჩამოქცევისადმი მიდრეკილების მქონე) გვირაბების გაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს მოწინავე (დროებითი) სამაგრი, ფარი ან სხვა სპეციალური საშუალება.
8. აკრძალულია გვირაბის გაკვეთა შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ღონისძიებების გარეშე.
9. სარკინიგზო მაგისტრალიან გვირაბების იმ უბნებზე, სადაც სრულდება მოძრავი შემადგენლობის სამანევრო, ასევე ვაგონების გადატვირთვა-გადმოტვირთვის და გადაბმა-გადახსნის სამუშაოები, გვირაბის ორივე მხარეს უნდა მოეწყოს ადამიანებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო გასასვლელი. ანალოგიური გასასვლელები უნდა მოეწყოს ჭაურმიმდებარე ეზოს ერთლიანდაგიან და ორლიანდაგიან გვირაბების მთელ სიგრძეზე ორივე მხარეს.
10. ჭაურმიმდებარე ეზოს ორლიანდაგიან და გალური ჭაურების (რომელშიც დამონტაჟებულია სახალხო ამწევი მანქანა) ერთლიანდაგიან გვირაბებში, აგრეთვე, ყველა სხვა გვირაბების იმ უბნებზე, სადაც სრულდება მოძრავი შემადგენლობის სამანევრო სამუშაოები, ვაგონების ან შემადგენლობის გადაბმა და გადახსნა, ორივე მხარეს უნდა მოეწყოს ადამიანებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო გასასვლელ