1. საწმენდ სანგრევში ნახშირის ამოღება უნდა განხორციელდეს უბნის გვირაბების გაყვანის და გამაგრების პროექტის ანგარიშის შესაბამისად, აგრეთვე, ყველა საშიში და მავნე ფაქტორის თავიდან აცილების კომპლექსური ღონისძიებების გამოყენებით.
2. აკრძალულია საწმენდი სამუშაოების წარმოება შახტის ველის იმ უბნებზე, სადაც გაყვანილი და მოქმედი გვირაბების განიავება არ ხორციელდება პროექტის შესაბამისად.
3. აკრძალულია საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარება ორზე მეტ მომიჯნავე სართულზე. მთელანების გამოღება და ზემოთ მდებარე სართულებზე ცალკეული ამოსაღები უბნების დამუშავება დასაშვებია რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი პროექტის შესაბამისად.
4. საწმენდ სანგრევში დღე-ღამეზე მეტი დროით სამუშაოების შეჩერებისას მიღებული უნდა იქნეს ზომები სანგრევისპირა სივრცეში ჭერის ჩამოქცევის, დაგაზიანების ან დატბორვის თავიდან ასაცილებლად. სამუშაოების განახლება დასაშვებია შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვით, უბნის სპეციალისტის მიერ საწმენდი გვირაბის დათვალიერების შემდეგ.
5. აკრძალულია ადამიანების ყოფნა ლავში კომბაინის მუშაობისას მის ქვევით, ასევე 250-ზე მეტი დახრის კუთხის ფენებში კომბაინის ჩაშვებისას. გამონაკლისია მექანიზებული სამაგრი, რომელიც აღჭურვილია შემოღობვით და იცავს ნახშირისა და ქანის ნატეხების მოხვედრისაგან იმ ადგილებს, სადაც ადამიანები იმყოფებიან.
6. სავენტილაციო შტრეკთან შტრეკზედა მთელანების ამოღება და ერთდროულად ქვედა სართულის (ქვესართული) ლავების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფენის დახრის კუთხე არ აღემატება 300-ს და საწმენდი სანგრევი შემოფარგლულია შტრეკებით (გამკვეთებით), რაც უზრუნველყოფს საწმენდი სანგრევიდან ორ დამოუკიდებელ გასასვლელს და საერთო საშახტო დეპრესიით განიავებას.
7. დამრეც და დახრილ ფენებში შტრეკს ზემოთ მთელანების არსებობისას, წმენდითი სანგრევიდან სატვირთავ პუნქტამდე ნახშირის გამოტანა დასაშვებია მხოლოდ წინა სასულეთი ან გეზენკით.
8. აკრძალულია საფეხურში ქვევიდან ზევით სანგრევი ჩაქუჩით ნახშირის მონგრევა და ყურე საფეხურებში მცველი წალოების (ნიშების) გარეშე მუშაობა.
9. 180-ზე მეტი დახრის კუთხის ფენის ლავაში აკრძალულია მოწყობილობის და ხე-ტყის მასალის გადატანა კონვეიერით, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური სამარჯვები მასალის შესაკავებლა