1. მოქმედ შახტში ახალ დასამუშავებელ ჰორიზონტზე ერთი ჭაურის ან ქანობების გაყვანისას, თავდაპირველად უნდა მოეწყოს გვირაბები ადამიანების გადაადგილების და საერთო საშახტო დეპრესიით განიავების უზრუნველყოფის მიზნით ცალკე გასასვლელით.
2. შახტის ყველა ჰორიზონტს უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი ცალკე გასასვლელი ზედა ან/და ქვედა ჰორიზონტზე ადამიანების გადასაადგილებლად (გადასაყვანად).
3. ჭაურების დაახლოებული განლაგებისას საპროექტო ჰორიზონტამდე მათი გაყვანის (ჩაღრმავების) შემდეგ, თავდაპირველად, უნდა ჩატარდეს სამუშაოები ჭაურების ერთმანეთთან შესაერთებლად და დამონტაჟდეს სტაციონალური სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანა.
4. ჭაურების დაშორებული (ფლანგური) განლაგებისას, იმ გვირაბების გაყვანამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ მეორე გასასვლელს, ჭაურებში უნდა დამონტაჟდეს სტაციონალური ან დროებითი სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანა (მონტაჟის პროექტის შესაბამისად) და წყალამოსაღვრელი დანადგარები.
5. მიწისქვეშა გვირაბებს უნდა გააჩნდეთ მიწის ზადაპირზე ამოსასვლელი ერთზე მეტი დამოუკიდებელი გასავლელი. თუ მიწისქვეშა გვირაბებს ზედაპირზე ამოსასვლელად გააჩნიათ ვერტიკალური ჭაური, ის უნდა აღიჭურვოს გალით და ასევე მასში უნდა მოეწყოს კიბე.
6. ყველა უმოქმედო გვირაბი, რომელსაც გასასვლელი აქვს ზედაპირზე, დაცული უნდა იქნეს მასში უცხო პირთა შემთხვევითი მოხვედრისგან.
7. დახრილი ჭაურების, ბრემსბერგების და ქანობების შუალედურ მოქმედ გვირაბებთან (რომლებშიც ადამიანები გადაადგილდებიან) გადაკვეთაზე უნდა მოეწყოს შემოვლითი გვირაბები ან გადასასვლელი ბილიკები (ბოგები).
8. საწმენდი სანგრევიდან უნდა იყოს მოწყობილი ერთზე მეტი გასასვლელი სავენტილაციო და საზიდ (საკონვეიერო) შტრეკებში, ადამიანების გადაადგილების მიზნით.
9. ლავის ქვედა ნაწილში უნდა გაკეთდეს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სამაგრისგან მოწყობილი (წყობელას) საფეხურ