1. შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია  შეადგინოს  გამაგრების შესაბამისი ანგარიში. გამაგრება უნდა შესრულდეს  გამაგრების ადგილზე არსებული სამთო წნევების (ფართის ერთეულზე მოსული ძალის, დატვირთვის) გათვალისწინებით. გვირაბის გადამაგრებისას ძველი სამაგრების ამოღების ეტაპობრიობა და მიმდევრობა უნდა განხორციელდეს სამთო წნევების საფრთხეების გათვალისწინებით.

2. გვირაბის გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული  ადგილი, სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე და გზის მდგომარეობის შემოწმებამდე უნდა აღიჭურვოს შემომღობავი შუქსიგნალებითა და მაფრთხილებელი ნიშნებით.

3. ჭაურის ქანობისა და ბრემსბერგის რემონტისათვის განკუთვნილი ტვირთების ჩაშვებისას და ამოტანისას ტვირთის მიმღები და ამწევი მანქანის მემანქანეები  აღჭურვილნი უნდა იყვნენ კავშირის საშუალებით.

4. უსასრულო (წრიული) ბაგირით ზიდვისას დახრილი საზიდი გვირაბის რემონტი ნებადართულია ჩატარდეს მაშინ, როდესაც ბაგირზე ვაგონეტები არაა ჩაბმული.

5. ჭაურის ქვედა მონაკვეთში (ზუმპფში) სამუშაოების ჩატარებისას ჭაურში ამწევი ჭურჭლების მოძრაობა მთლიანად უნდა შეწყდეს, ხოლო ზუმპფში მომუშავენი დაცულნი უნდა იქნენ ზემოდან ჩამოვარდნილი საგნებისაგან.

6. ძველი შახტის ჭაურების და შურფების აღდგენისას  გვირაბების განიავების, სამაგრის მდგომარეობისა და ჰაერის შედგენილობის სტანდარტით  დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე დაუშვებელია მათში ადამიანების ჩასვლ