1. დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოხეთქის მხრივ საშიში ზონების საზღვრების დადგენა და ამ ზონებში სამთო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს  რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი  და დამტკიცებული  ღონისძიებების შესაბამისად.

2. შახტის მთავარი მარკშაიდერი ვალდებულია, სამთო სამუშაოების გეგმაზე დაიტანოს საშიში ზონის საზღვრები და შახტის ტექნიკურ ხელმძღვანელს და უბნის უფროსს წერილობით წინასწარ აცნობოს ამ ზონასთან სამთო გვირაბების მიახლოების, საშიშ ზონაში სამთო სამუშაოების დაწყების და დამთავრების შესახებ.

3. შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია, საშიშ ზონებში სამთო სამუშაოების წარმოების დამტკიცებული პროექტი გააცნოს ყველა მუშაკს, რომელიც დაკავებულია ამ სამუშაოებით და ახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა  უსაფრთხოდ წარმოების  კონტროლს.

4. საშიში ზონის ახლოს მდებარე სანგრევში, წყლის შესაძლო გამოხეთქის ნიშნების გამოვლენისას (სანგრევის შენამვა, წვეთის მომატება და სხვ.), უბნის ცვლის ზედამხედველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს  მომსახურე პერსონალი დატბორვის მხრივ საშიში ყველა გვირაბიდან.

5. დატბორილი და დაგაზიანებული უბნებიდან ჰაერში ჟანგბადის და მავნე აირების შემცველობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ.

6. მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად, მიწის ზედაპირზე  გაჩენილი ხრამები და ჩაქცევები უნდა ამოივსოს და აღნიშნული ადგილი იზოლირებული უნდა იყოს შესაძლო წყალმოდენისაგან სტანდარტის  მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. შახტის ვერტიკალური და დახრილი ჭაურის, შურფის, შტოლნის და ტექნიკური ჭაბურღილის ზედაპირები ისე უნდა იქნეს მოწყობილი, რომ ზედაპირულმა წყალმა ვერ შეაღწიოს გვირაბებშ