1. გვირაბების განიავება უნდა განხორციელდეს უწყვეტად მომუშავე მთავარი და დამხმარე ვენტილატორებით. აკრძალულია შახტის მხოლოდ ბუნებრივი წევით განიავება.
2. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარი უნდა შედგებოდეს, ერთზე მეტი დამოუკიდებელი აგრეგატისგან, რომელთაგან ერთ-ერთი სარეზერვოა. აირიანი შახტის ახალი და სარეკონსტრუქციო სავენტილატორო დანადგარების ვენტილატორებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი მახასიათებლები.
3. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება ყველა გვირაბში, რომელიც ნიავდება საერთო-საშახტო დეპრესიის ხარჯზე. დამხმარე სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია ავარიის ლიკვიდაციის გეგმით. ვენტილატორის რევერსიულ რეჟიმზე გადაყვანის ხანგრძლივობა და მწარმოებლურობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.
4. სავენტილატორო დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვის და კონტროლის აპარატებით, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, მას უნდა ემსახურებოდეს მემანქანე. სავენტილატორო დანადგარის შენობაში, ხმაურის დამხშობ კაბინაში უნდა იყოს კავშირის საშუალება რომელიც უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული ზედაპირზე შახტის დისპეტჩერთან.
5. სავენტილატორო დანადგარის უეცარი გაჩერებისას, მისი გაუმართაობის ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტისას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შახტის დისპეტჩერს.
6. ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზე ან სავენტილატორო დანადგარის მუშაობის სავარაუდო შეჩერებაზე შეტყობინების მიღების შემთხვევაში შახტის დისპეტჩერი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები შახტში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა