1. ობიექტზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწისქვეშა გვირაბების და  სათავსების ხელოვნური ვენტილაცია ზედაპირზე დაყენებული სავენტილატორო დანადგარის მეშვეობით.

2. 30 წთ-ზე მეტი ხნით გვირაბის განიავების შეწყვეტისას ადამიანები ობიექტიდან გაყვანილი უნდა იქნენ ზედაპირზე.

3. გამოქვაბულში, სადაც ხელოვნური განიავების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი ეკოსისტემის დარღვევა, დასაშვებია ბუნებრივი განიავება.

4. ობიექტის მიწისქვეშა გვირაბებში ადგილობრივი განიავების სავენტილატორო დანადგარის დაყენება უნდა შეესაბამებოდეს მის საპროექტო მონაცემებს. ამასთან, ვენტილატორის მწარმოებლურობა არ უნდა აღემატებოდეს ობიექტზე წნევათა სხვაობის ხარჯზე მიწოდებული ჰაერის რაოდენობის 70%-ს. ვენტილატორი უნდა დაიდგას სუფთა ჰაერის ჭავლზე, გამომავლი ჭავლიდან, სულ ცოტა, 10 მ მანძილზე ისეთი გაანგარიშებით, რომ არ მოხდეს გამომავალი ჭავლიდან ჰაერის უკან შეწოვა.

5. დამოუკიდებელი განიავების მქონე მომიჯნავე ობიექტები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი ან რამდენიმე მიწისქვეშა გვირაბით, ერთმანეთისგან იზოლირებული უნდა იყოს მყარი სავენტილაციო მოწყობილობით (სავენტილაციო კარი, ზღუდარი, რაბი და სხვ.), ან თითოეული ობიექტის ყველა გვირაბი ჩართული უნდა იყოს საერთო სავენტილაციო სისტემაში. ასეთი ობიექტებისათვის შედგენილი უნდა იქნეს, აგრეთვე, ავარიის ლიკვიდაციის ერთიანი გეგმა.

6. სავენტილატორო დანადგარის უეცარი გაჩერებისას, რომელიც გამოწვეულია მისი გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საწარმოს ტექნიკურ ზედამხედველს. შეტყობინების მიღების შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები გვირაბში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

7.  რევერსირების მოწყობილობის (თუ ეს გათვალისწინებულია პროექტით) მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი, რომ რევერსირების მოწყობილობის ჩართვისას გვირაბში სავენტილაციო ჭავლის მოძრაობის მიმართულების შეცვლა მოხდეს, არაუმეტეს, 10 წთ-ის შემდეგ.

8. გვირაბში სავენტილაციო ჭავლის რევერსირებისას რაიმე სამუშაოს ჩატარება აკრძალულია.

თავი V

ტრანსპორ