1. გვირაბში ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად გამოყენებული უნდა იქნეს  სპილენძის ან ალუმინის კაბელი დამცავი, უწვავი გარსაცმით. აფეთქებასაშიშ გარემოში აკრძალულია ალუმინის ძარღვიანი ან ალუმინის გარსიანი ნებისმიერი დანიშნულების კაბელის (ძალური, საკონტროლო და სხვ.) გამოყენება.

2. კაბელები გაყვანილი უნდა იქნეს მათი მექანიკური დაზიანების შესაძლებლობის გამომრიცხავ სიმაღლეზე.

3. ძალური და კავშირის კაბელები გაყვანილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე – გვირაბის სხვადასხვა კედლებზე. მათი გადაკვეთისას კაბელების ერთი ჯგუფი უნდა მოთავსდეს მილებში ან დაცალკევებული უნდა იყოს უწვავი ან ძნელწვადი ტიხრებით.

4. აკრძალულია გვირაბის ერთ მხარეს ელექტროკაბელის და სავენტილაციო მილსადენის გაყვანა.

5. კაბელის საკიდები მოწყობილი უნდა იყოს ცალუღების, ჩანგლების ან სხვა მსგავსი საშუალებით. აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელების დატოვება “ხვეულების” და “რვიანების” მდგომარეობაში.  აკრძალვა არ ვრცელდება უწვავგარსიან დაეკრანებულ კაბელზე,  რომლის ექსპლუატაცია გათვალისწინებულია ხვეულად ან დოლზე. ამ შემთხვევაში დენური დატვირთვა ნომინალურთან შედარებით უნდა შემცირდეს 30%-ით.

6. აკრძალულია ელექტროძრავასთან და აპარატებთან კაბელის ძარღვების მიერთება ბუნიკების, სპეციალური გვირგვინა საყელურების ან კაბელის ძარღვის მავთულების დანაწევრების თავიდან ასაცილებელი სხვა ტოლფასი სამარჯვების გამოყენების გარეშე.

7. აკრძალულია კაბელის რამდენიმე ძარღვის მიერთება ერთ მომჭერთან (ამამუშავებელთან), თუ მომჭერის კონსტრუქციით ასეთი მიერთება არ არის გათვალისწინებული.

8. კაბელის მონაკვეთების გადაბმა უნდა ხდებოდეს ლითონის მასრებში ძარღვების შეერთებით. მოქნილი რეზინის კაბელის გადაბმის ადგილები ვულკანიზებული უნდა იქნეს ცხელი მეთოდით.

9. მოქნილი და ჯავშნიანი კაბელების ქუროებით შეერთება გათვალისწინებული უნდა იქნეს ისე, რომ გამჭიმავი ძალვის გადაცემა მოხდეს მხოლოდ კაბელის გარე გარსზე და არა დენგამტარ ნაწილებზე.

10. სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო კარების ზღუდარში კაბელების გაყვანისას, აგრეთვე, ელექტრომანქანურ კამერებსა და ქვესადგურებში კაბელების შემყვანები და გამომყვანები უნდა შესრულდეს ლითონის, ბეტონის და სხვა არაწვადი მილები