1.  მიწისქვეშა სათავსებსა და ნაგებობებში ავარიის შედეგად მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, ავარიის სალიკვიდაციოდ,  აგრეთვე,  ხანძარის ჩაქრობის და სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, ობიექტს უნდა ჰყავდეს ან სახელშეკრულებო საწყისებზე ემსახურებოდეს სამაშველო სამსახური..

2. სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება მიწისქვეშა სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადების, საჭირო პროფესიული დონის შენარჩუნების მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწისქვეშა პირობებში რესპირატორებით მათი პერიოდული ვარჯიშები.

4. სამაშველო სამსახურის პერსონალის სია თან უნდა ახლდეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმას. აღნიშნული სამსახური აღჭურვილი უნდა იყოს  შესაბამისი მოწყობილობითა და მასალებით  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. სამაშველო სამსახურის მოწყობილობა და მასალები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.

6.ობიექტის შემადგენლობაში მყოფი  სამაშველო სამსახურის პერსონალის რაოდენობა უნდა განისაზღვროს ობიექტის ხელმძღვანელის მიერ, მიწისქვეშ ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობაზე დამოკიდებულებით.

7. ობიექტის შემადგენლობაში მყოფი სამაშველო სამსახურის დაკომპლექტება უნდა მოხდეს გამოცდილი, კვალიფიციური და ჯანმრთელი, რესპირატორებში სამუშაოდ ვარგისი პერსონალით.

8. სამაშველო სამსახურის პერსონალი, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას რესპირატორებში სამუშაოდ დაშვებაზე.

9. სამაშველო სამსახურის პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა;

ბ) მიწისქვეშა ნაგებობიდან სათადარიგო გასასვლელები;

გ) თვითმაშველების შენახვის ადგილები;

დ) მიწისქვეშ ხანძარქრობის საშუალებების განთავსების ადგილები და მათი

მოქმედებაში მოყვანის წესი;

ე) შესაძლო ხანძრის წარმოქმნის ნიშნები და  საწყის ეტაპზე მისი ლიკვიდაციის

ხერხები;

ვ) გვირაბში ავარიის და ხანძრის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური

სამუშაოების ჩატარება და ავარიის წარმოქმნისას გვირაბში მოყოლილი

ადამიანების გადარჩენის მეთოდები;

ზ) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

10. სამაშველო სამსახურის წევრები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ობიექტის ხელმძღვანელობას და/ან ტექნიკურ ზედამხედველს  უსაფრთხოების მოთხოვნათა  ნებისმიერი დარღვევა და მიიღონ ზომები მათ აღმოსაფხვრელად; ავარიის წარმოქმნის შემთხვევაში გააფრთხილონ ადამიანები საშიშროების შესახებ და მიიღონ ზომები უსაფრთხო ადგილზე მათ გასაყვანად, აგრეთვე, ყველა არსებული საშუალებით დაიწყონ ავარიის ლიკვიდაცია.

11. სამაშველო სამსახურის მიერ სამუშაოების სწორად ორგანიზების და წარმოების მიზნით,  ობიექტზე უნდა იყოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული საწარმოო ინსტრუქცია.

12. ობიექტს, რომელსაც ემსახურება მის შემადგენლობაში მყოფი სამაშველო სამსახური, უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამაშველო სამსახურის მეთოდური და ტექნიკური მომსახურებით, აგრეთვე, ავარიის წარმოქმნის შემთხვევაში,  როდესაც მას  საკუთარი ძალებით არ შეუძლია ავარიის ლიკვიდაცია – სპეციალიზებული სამსახურის დახმარებით.

13. სამაშველო სამსახურის დისლოკაციის ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სადღეღამისო მორიგეობა.

თავი VIII

დამატებითი მოთხოვნე