1. მიწისქვეშ სამკურნალოდ მყოფი პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდნენ მიწისქვეშა სამკურნალო ობიექტზე, აგრეთვე, ჰაერის გარემოს პარამეტრები გათვალისწინებული უნდა იქნეს სამკურნალო ობიექტის პროექტით.

2. მიწისქვეშ სამკურნალოდ მყოფ ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი მიწისქვეშა პირობებში ქცევის და უსაფრთხოების  შესახებ.

3. პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია  ობიექტის ადმინისტრაცია.

4. ხანძრის შემთხვევაში ობიექტზე გათვალისწინებული უნდა იყოს განკერძოებული (დამოუკიდებელი) ვენტილაცია, აგრეთვე, პაციენტების ევაკუაციის შესაძლებლობა ჰაერის სუფთა ჭავლით, თვითმაშველების გამოყენების გარეშე.

5. გვირაბში პაციენტების და მათი მომსახურე პერსონალის შესვლა  (გამოსვლა) თანმხლები პირის გარეშე აკრძალულია. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი მარშრუტით.

6. მოძრაობის გზაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაციონარული და საავარიო განათების მოწყობა. ყველა გადაკვეთის ადგილზე დაყენებული უნდა იყოს მარშრუტის მიხედვით მოძრაობის და ზედაპირზე გამოსასვლელ ადგილამდე მანძილის მაჩვენებლები.

7.  ობიექტის მომსახურე პერსონალი სამუშაოზე დაშვებამდე უნდა გაეცნოს მიწისქვეშ უსაფრთხოების ტექნიკის, გვირაბების ექსპლუატაციის ძირითად მოთხოვნებს, იცოდეს ზედაპირზე საავარიო გასასვლელები, თვითმაშველების და ხანძარქრობის პირველადი საშუალებების გამოყენება.

8. ობიექტის  გვირაბების ჭერი გამაგრებული უნდა იყოს პროექტის შესაბამისად და მუდმივად უნდა ხდებოდეს ჭერიდან ქანის აშრევებული ნაწილების მოშორებ