1. ნორმალურად ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ელექტრომოწყობილობის და ელექტროდანადგარის ლითონური ნაწილი, რომელიც იზოლაციის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, აგრეთვე,  ელექტრული  დანადგარებით  და  გაყვანილობით  აღჭურვილ  გვირაბში განლაგებული მილსადენი უნდა იყოს დამიწებული.

2. დამიწების მიმართ მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს ელექტრომოწყობილობის მოწყობის მოთხოვნებს.

3. აკრძალულია დამამიწებელ გამტარში დანადგარების რამდენიმე დასამიწებელი ნაწილის მიმდევრობით ჩართვა.

4. გვირაბში გათვალისწინებული უნდა იქნეს  დამიწების საერთო ქსელი, რომელზეც მიერთებული უნდა იყოს ყველა დასამიწებელი ობიექტი.

5. ძაბვის სიდიდის მიუხედავად, დამიწების საერთო ქსელი უნდა შეიქმნას ლითონური გარსის და კაბელის ჩასამიწებელი ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთებით და მთავარ და ადგილობრივ დამამიწებლებთან მათი მიერთებით.

6. ძალური ჯავშნიანი კაბელის ყველა საკაბელო ქუროს უნდა ჰქონდეს გვირაბის დამიწების საერთო ქსელთან მიერთებული ადგილობრივი დამიწება. სტაციონარული განათებისათვის დასაშვებია ადგილობრივი დამიწების მოწყობა არა თითოეული ქუროსათვის, არამედ საკაბელო ქსელის ყოველი 100 მ-ის შემდეგ.

7.  ტექნიკურმა ზედამხედველმა  პერიოდულად უნდა დაათვალიეროს მთელი დამამიწებელი მოწყობილობა,  აგრეთვე, გაზომოს დამამიწებელი მოწყობილობის  საერთო წინაღობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 2 ომს. დათვალიერების და გაზომვის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში.

თავი VII

მიწისქვეშა ხანძრის პროფილაქტიკა, ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოე