1. დენგამტარ ნაწილებზე დამიწება აუცილებელია დაყენდეს ძაბვის არარსებობის შემოწმებისთანავე.
2. გადასატანი დამიწება ჯერ უნდა მიუერთდეს დამამიწებელ მოწყობილობას, ხოლო შემდეგ, ძაბვის არარსებობის შემოწმებისთანავე დენგამტარ ნაწილს. გადასატანი დამიწება აუცილებელია მოიხსნას უკუმდევრობით: ჯერ დენგამტარი ნაწილებიდან, შემდეგ დამამიწებელი მოწყობილობიდან. დამიწების მოწყობილობის სქემები მოყვანილია №7 დანართში.
3. გადასატანი დამიწების დაყენება და მოხსნა 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში უნდა სრულდებოდეს დიელექტრიკული ხელთათმანებით, ხოლო 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში დიელექტრიკული ხელთათმანებით და მაიზოლირებელი შტანგის გამოყენებით. გადასატანი დამიწების მომჭერების დამაგრება უნდა მოხდეს იმავე შტანგით ან უშუალოდ ხელით დიელექტრიკული ხელთათმანების გამოყენებით.
4. აკრძალულია დამიწებისათვის ისეთი გამტარების გამოყენება, რომლებიც ამისათვის არ არის გამიზნული
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 26. დამიწების დაყენება
თავი II — ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. ელექტროდანადგარების ჩართვა სამუშაოს სრულად დამთავრების შემდეგ
- მუხლი 21. ტექნიკური ღონისძიებები
- მუხლი 22. გამორთვების განხორციელების წესები
- მუხლი 23. შეცდომით ჩართვის აღმკვეთი ღონისძიებები
- მუხლი 24. ამკრძალავი პლაკატების გამოკიდება
- მუხლი 25. ძაბვის არარსებობის შემოწმება
- მუხლი 27. დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობაში
- მუხლი 28. დამიწების დაყენება საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე
- მუხლი 29. სამუშაო ადგილის შემოღობვა, პლაკატების გამოკიდება
- მუხლი 30. უსაფრთხოების ზომები ცალკეული სამუშაოების შესრულებისას
- მუხლი 31. გენერატორები და სინქრონული კომპესატორები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-26/