1. მბრუნავი აუგზნებადი გენერატორი ვაქის გამორთული მოწყობილობით უნდა მივიჩნიოთ ძაბვის ქვეშ მყოფად (გარდა შემთხვევისა, როცა ბრუნვა გამოწვეულია ლილვსაბრუნავი მოწყობილობის მიერ).
2. გენერატორის გამოცდისას სპეციალური დამამოკლებლის დაყენება და მოხსნა მისი სქემის ან ბლოკის უბნებზე გენერატორის დამიწების შემდეგ დასაშვებია, თუ ის ბრუნავს მუშა სიხშირით, მასზე მოხსნილია აგზნება და გამორთულია ვაქის მოწყობილობა. ამ დროს აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება.
3. გაჩერებული ბლოკური გენერატორის სქემაში მუშაობისას საჭირო არ არის მისი გამომყვანების დამიწება, თუ ბლოკის ამამაღლებელი ტრანსფორმატორი დამიწებულია მაღალი ძაბვის მხრიდან, ხოლო საკუთარი მოხმარების განშტოებაზე ტრანსფორმატორი დამიწებულია დაბალ მხარეს და გამორიცხულია ძაბვის მიწოდება ძაბვის ტრანსფორმატორის მეშვეობით.
4. მბრუნავი აუგზნებადი გენერატორის ან სინქრონული კომპენსატორის სტატორის წრედებში, თუ გამორთულია ვაქის მოწყობილობა, დასაშვებია ნარჩი ძაბვის გაზომვა, ფაზათა მიმდევრობის განსაზღვრა და ა.შ. ეს სამუშაოები მორიგე პერსონალის მეთვალყურეობით უნდა შეასრულოს სპეციალური სამსახურების, ლაბორატორიების, გამმართველი ორგანიზაციების პერსონალმა განწესით ან განკარგულებით და ელექტროდამცავი საშუალებების გამოყენებით.
5. მუშაობაში მყოფი გენერატორის ან სინქრონული კომპენსატორის ლილვზე ძაბვების და როტორის იზოლაციის წინაღობების გაზომვები დასაშვებია შეასრულოს განკარგულებით უსაფრთხოების IV და III ჯგუფის მქონე ორმა პირმა.
6. მუშაობიდან გამოყვანილი გენერატორის ან სინქრონული კომპენსატორის როტორის საკონტაქტო რგოლების გაჩარხვა და ხეხვა, ამგზნების კოლექტორის ხეხვა შეიძლება განკარგულებით განახორციელოს არაელექტროტექნიკურმა პერსონალმა ერთპიროვნულად. მუშაობის დროს საჭიროა სახისა და თვალების დამცავი საშუალებების გამოყენება.
7. მუშაობაში მყოფ გენერატორზე ან სინქრონულ კომპენსატორზე მუსიანი აპარატის მომსახურებაზე ერთპიროვნულად განკარგულებით დაიშვება მუშაკი ოპერატიული პერსონალიდან ან ასეთ მომსახურებაზე დასაქმებული უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე პირი. ამასთან დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ზომები:
ა) მუშაობა აუცილებელია ჩაჩქანის, სახის და თვალების დამცავი საშუალებების გამოყენებით და შეკრული სპეცტანსაცმლით, რათა არ მოხდეს მისი წატაცება მბრუნავი ნაწილების მიერ;
ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს დიელექტრიკული კალოშები ან რეზინის დიელექტრიკული საფენები;
გ) არ შეიძლება ხელებით ორი პოლუსის დენგამტარ ნაწილებთან ან დენგამტარ და დამიწებულ ნაწილებთან ერთდროულად შეხება
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 31. გენერატორები და სინქრონული კომპესატორები
თავი III — ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. ძაბვის არარსებობის შემოწმება
- მუხლი 26. დამიწების დაყენება
- მუხლი 27. დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობაში
- მუხლი 28. დამიწების დაყენება საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე
- მუხლი 29. სამუშაო ადგილის შემოღობვა, პლაკატების გამოკიდება
- მუხლი 30. უსაფრთხოების ზომები ცალკეული სამუშაოების შესრულებისას
- მუხლი 32. გენერატორების წყალბადით გაციების აირზეთიანი სისტემა
- მუხლი 33. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 34. ელექტროძრავები
- მუხლი 35. საკომუტაციო აპარატები
- მუხლი 36. კომპლექტური გამანაწილებელი მოწყობილობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-31/